top of page

ძველ ცხოვრებას ჩვენ ვეღარასდროს დავუბრუნდებით – გიორგი ფხაკაძე

24/04/2021

„ძველ ცხოვრებას ჩვენ ვერასდროს ვეღარ დავუბრუნდებით. ეს არის ზღაპარი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას განაცხდა.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ქვეყანა მთლიანად უნდა გაიხსნას მკაცრი წესებით.

„ძველ ცხოვრებას ჩვენ ვერასდროს ვეღარ დავუბრუნდებით. ეს არის ზღაპარი. როგორც ეკონომიური თვალსაზრისით, ისე სხვა თვალსაზრისით. ჯობს ვაღიაროთ, რომ ვირუსი ჩვენთან იქნება კარგა ხანს. სანამ ეს ვირუსი არ წავა, ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესი უნდა ავაწყოთ სხვანაირად.ეს ნიშნავს, რომ ბიზნესიც უნდა იყოს ადაპტირებული. სხვა შემთხვევაში სულ ასე იქნებით. ყველა დაიღალა გახსნით და დაკეტვით. ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი პირობებით“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page