08/07/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.
დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…
გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.
გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან: უფსკრულის პირას, დანაღმულ ველზე ვიარე, ვნახე როგორ აწამებდნენ ბავშვებს – გიორგი ფხაკაძის რთული და გრძელი გზა ქუთაისიდან ჟენევამდე
პირველი წიგნი ნეპალში დავბეჭდე, იქ ერთი კურიოზი გადამხდა: პირველივე ფურცელზე შეცდომა იყო. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ გადავათვალიერე და… რომ დაიბეჭდა, 500 წიგნი მომიტანეს, გადავშალე პირველი ფურცელი და წავიქეცი, დასავლეთის ნაცვლად აღმოსავლეთი ეწერა და პირიქით. მთელი ღამის განმავლობაში პატარა ქაღალდებს ვაწებებდით.

შემდეგ სადოქტოროს გაკეთება გადავწყვიტე. პირველი უნივერსიტეტი სამხრეთ ინდოეთიდან, ტამილნადუდან გამომეხმაურა. მათი დამწერლობა ქართულს ჰგავს. იქ პროფესორს ვესაუბრე 2 საათის განმავლობაში და საბოლოოდ, ჩავირიცხე მადრასის უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამაზე. რევოლუცია მოხდა ჩემს ტვინში.
იქაც ძვირადღირებულ საავადმყოფოში ვმუშაობდი, ემერჯენსში. 36-საათიანი მორიგეობები იყო. ინდოეთში ლიცენზირებული ვარ, როგორც ექიმი. ასევე, კვლევას ვაკეთებდი, ჯანდაცვის დაზღვევა როგორ შეიძლება უფრო ეკონომიური ყოფილიყო. ყველაზე მეტად რაც მომწონდა – უქმე დღეებში უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ხალხთან მივდიოდი, სადაც 300-500 ადამიანი ცარიელ ადგილას ცხოვრობს. იქ არც საპირფარეშო, არც წყალი, საერთოდ არაფერია.
ძვირადღირებულ საავადმყოფოდან წამლები, ნარჩენი ბინტები მიმქონდა, საკუთარი სახსრებით ანტიობიოტიკებს და ვიტამინებს ვყიდულობდი. 100 ადამიანს ვნახულობდი დღეში, რიგი დგებოდა, ახლა მიკვირს, როგორ ვახერხებდი. იქ კვლევა ჩავატარე და დისერტაცია დავიცავი. ასევე, სექსმუშაკებთან ვმუშაობდი. ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობთ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments