წადით არჩევნებზე! პატივი ეცით იმ ადამიანებს, ვისი სიცოცხლეც შეიწირა ამ არჩევნებმა! – გიორგი ფხაკაძე
- Giorgi Pkhakadze
- Mar 9, 2023
- 1 min read
30/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ის ბოლო დროს ლაივ-ჩართვებში ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია და აქციები ეპიდვითარებას მეტად ამძიმებს.
„წადით არჩევნებზე! პატივი ეცით იმ ადამიანებს, ვისი სიცოცხლეც შეიწირა ამ არჩევნებმა!“, – დაწერა ფხაკაძემ სოცქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments