top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

“წადით სოფლებში… სუფთა ჰაერზე იცხოვრეთ, განცალკევებით” – გიორგი ფხაკაძე

12/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თავის მორიგ ლაივჩართვაში მოსახლეობას, ვისაც აქვს ამის საშუალება, განცალკევებით ცხოვრებისკენ მოუწოდებს. ის თვლის, რომ დღეს თავის დასაცავად, ბუნებასთან ახლოს, სოფლებში ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა.

გიორგი ფხაკაძე: – მე, საფრანგეთში, სახლში ვარ ჩაკეტილი. მოვაგვარე საქმე ისე, რომ ონლაინ ვმუშაობ. იშვიათად გავდივარ გარეთ. თუ გავდივარ, ტყეში ვსეირნობ, სადაც ნაკლები ხალხია. ფრთხილად ვარ, წელიწადი გავიდა და არაფერი ამიკიდებია. ღმერთმა დამიფაროს… თუ გვინდა თავი დავიცვათ, ერთ-ერთი საშუალებაა ვიყოთ განცალკავებული. ამის დაცვა კორპუსებში რთულია. ქალაქის ცენტრში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. ყველაზე კარგია განცალკავებული ცხოვრება – ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. თუ ამის საშუალება გაქვთ, ამაზე ბედნიერება რა არის. როგორც სვანეთი, რაჭა და სამხცე-ჯავახეთია, ევროპაში მსგავსად მთიან ადგილებში დასახლება გაძვირდა და 30 პროცენტით აიწია ფასი, რადგან ასეთ ადგილებში ცხოვრების მოთხოვნა გაიზარდა. მაგალითად, ნიუ-იორკიდან, მანჰეტენიდან ხალხი ასეთ ადგილებში გარბის საცხოვრებლად. პატრიარქიც ამას მოგვიწოდებს. მისი სიტყვებია, წადით სოფლებშიო. მან იცის, რას ამბობს. მძიმე დრო მოდის, ეკონომიკურად. ჩვენი ქვეყნის ხაზინა ექვს თვეში დაცარიელდება. ამიტომ ვისაც გაქვთ ამის საშუალება, წადით ბუნებასთან ახლოს, განცალკევებით იცხოვრეთ. მე კი არ გაძალებთ. მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ნატურალური რძე, საუკეთესოა. ძნელია სოფელში ცხოვრება. საზღვარგარეთ მონური, ვირებივით შრომა გვირჩევნია ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც სოფელში მუშაობას. ჩემი მეგობრები, ვინც საქართველოში სოფლის მეურნეობაში არიან, მეუბნებიან, მუშა ხელი არ არისო. ქართველს თავის სოფელში მუშაობა არ უნდა. არადა, ახლა ამის დრო მოვიდა… შეურაცხყოფად არავინ მიიღოთ. სოფელში სუფთა ჰაერზე ცხოვრება ძალიან დიდი ფუფუნებაა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page