top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

წელსაც ბათუმიდან დაიწყება აფეთქება, მაგრამ იქნება გაცილებით მწარე - გიორგი ფხაკაძე

20.06.2021 Rustavi2

ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის მოსაზრებით, ეპიდაფეთქებას, ოღონდ გაცილებით მწვავეს, ახლაც ბათუმიდან უნდა ველოდოთ.

მისი შეფასებით, ინდური შტამის გავრცელება სიტუაციას შარშანდელზე მეტად დაამძიმებს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. შარშან ზუსტად იგივე იყო - დაიწყო აფეთქება ბათუმიდან, წელსაც იქნება იგივე ისტორია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ უფრო მწარე იქნება. გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება უფრო ძლიერი, გავრცელება იქნება ძლიერი, მოსახლეობის იმუნური სისტემა იქნება უფრო დაქვეითებული, რადგან 1.5 წელი ხალხი ფიზიკურად დაიღალა, აი, ამას ელოდება ვირუსი, როდესაც თქვენ იტყვით "რაც იქნება, იქნებაო", აი, მაშინ იგებს ვირუსი,"-აცხადებს ფხაკაძე.


ავტორი: ელიტა ანდღულაძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/202385


2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page