09/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა:
„წინასაარჩევნო დაძაბულობა სამწუხაროდ ექიმებზეც გადადის. ექიმების უმეტესობა აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს, აპოლიტიკურები უნდა იყვნენ ისინი.“ მისი თქმით, საქართველოში არსებული ეპიდვითარება და კოვიდინფიცირების მზარდი სტატისტიკა კატასტროფულია, ჯერჯერობით ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრ იარაღად კვლავ პირბადე და სოციალური დისტანცირების დაცვა რჩება. „ყველამ რომ გამოიყენოს პირბადე, ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. ქვეყანაში დღიურად როცა30 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი, ეს პრაქტიკულად კატასტროფაა. საქართველო დგას გენოციდის წინაშე. ჩვენ საშუალება გვაქვს, დავიცვათ ჩვენი თავი. ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს. ერთადერთი გამოსავალი პირბადეა”, – განაცხადა პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის ეთერში.
MD, MPH, PhD
Comments