top of page

„წინასაარჩევნო დაძაბულობა სამწუხაროდ ექიმებზეც გადადის… ეს პრაქტიკულად კატასტროფაა…“-გიორგი ფხაკაძე

09/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.


„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პრეზიდენტს,

ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა პოლიტიკოსს რომ ჰქონდეს, ჩვენ არ ვიქნებიდით იქ, სადაც ვართ დღეს.

როდესაც საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ჩემი პირველი მოწოდება იყო, ყველა პოლიტიკოსი, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი სახელმწიფო მოხელით დამთავრებული, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ. ასევე, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ ყველა სამედიცინო დაწესებულების ხალმძვანელი პირებიც.

ზუსტად ქალბატონი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც საჯაროდ აიცრა!

ვირუსმა არ იცის პოზიცია/ოპოზიცია, ვირუსმა არ იცის ეროვნება, რელიგია, სქესი, სოციალური თუ ფინანსური სტატუსი. ვირუსი არის ვერაგი!“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვ “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა:

„პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გვაქვს მარტივი იარაღი – ვაქცინა, რომელიც დღეს უკვე ძალიან ხელმისაწვდომია და ადამიანს უფლება აქვს აირჩიოს ის ვაქცინა, რომელიც მას ურჩევნია. დღეს პატრიოტიზმი გადის ვაქცინაციაზე. ჩვენ პატარა ქვეყნა ვართ, 6 000 ადამიანი უკვე გარდაიცვალა. ეს არის ძალიან მძიმე რიცხვი. ჩვენ თუ გვინდა ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ, თუ გვინდა ჩვენს ოჯახებს გავუფრთხილდეთ, როგორ ვიღებთ იმის პასუხისმგებლობას, რომ არ მივიდეთ და არ მივიღოთ ვაქცინა და ამით სხვებს შევუქმნათ საფრთხე?

ამ პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. ყველაფერზე არ შეიძლება ვთქვათ, – მთავრობის და მმართველი პარტიის გასაკეთებელია. ყველამ თავად უნდა ვაკეთოთ რაღაცები ჩვენს თავთან, ჩვენს მეგობრებთან , ნაცნობთან, მეზობელთან, ყველანი უნდა გავხდეთ ამ კამპანიის ნაწილი. ყველამ უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ეს არის აუცილებელი.

შიშები, მე ვერ გავიკეთებ იმის მეშინია, ამის მეშინია, რას ნიშნავს? არ გეშინია, სხვისი სიკვდილის პასუხისმგებელი რომ გახდები? ამის პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და კიდევ უფრო წარმოუდგენელია ექიმები და ექთნები, რომლებიც ეჭვებში არიან. ეს არის მათი პირდაპირი ვალდებულება იმისა, რომ ადამიანები გადაარჩინოთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს პატარა ქვეყანა“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page