top of page

"წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი" - გიორგი ფხაკაძე ახალი კოვიდ-კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

28.12.2021 Rustavi2

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში მათთვის, ვინც ბოტოქსს იკეთებს, წინასაახალწლო სასიხარულო ამბავს ავრცელებს:

"წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდ ვაქცინისაც. კოვიდ ვაქცინა არის უსაფრთხო მათთვის, ვინც იყენებს ბოტოქსს.

გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდირებული ბოტოქსის გაკეთება ვაქცინის მიღებამდე 2 კვირით ადრე, ასევე ბოტიქსის პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ. ანუ 4 კვირა თავი უნდა შეიკავოთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბოტოქსის პროცედურა უსაფრთხოა.

ჯანმრთელობას გისურვებთ," - წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/218278

Post: Blog2_Post
bottom of page