20/08/2021
წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი, – ამ საიმედო და სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ვერაგ ვირუსთან ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ.
„პანდემიასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოა ჩართული. წელს ჩვენ არა მარტო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გვაქვს …. წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი.
მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დღეს დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.
ჯანმრთელობას გისურვებთ, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments