top of page

„ხალხის მოტყუებაა, რომ ყველაფერი კარგად იქნება -ერთადერთი, რაც არის სწორი ნაბიჯი“ – გიორგი ფხაკაძე

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

28/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის” ეთერშში განაცხადა:


„შეზღუდვების 2 თვეში მოხსნის შესახებ საუბარი ხალხის მოტყუებაა, – 2023 წლამდე კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს.

ერთადერთი, რაც არის სწორი ნაბიჯი, ეს არის ღია, გამჭვირვალე საუბარი მოქალაქეებთან, არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, -ერთ თვეში ყველაფერი კარგად იქნება, ორ თვეში გაიხსნება ქვეყანა, არ გაიხსნება, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს? ვიცით, -2023 წლამდე ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება. ერთადერთი გამოსავალი არის ვნახოთ, შევხედოთ სიმართლეს თვალებში.


ერთადერთი გამოსავალი მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადის მოხმარებაა, აუცილებელია მათი მოხმარება სავალდებულო იყოს.


სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს სავალდებულო. ყველა სხვა პირბადეები უნდა იყოს აკრძალული. უნდა იყიდებოდეს მხოლოდ სამედიცინო პირბადე. ეს არის ის, რაც პირველი უნდა გაკეთდეს. მეორე, – აუცილებელია ორმეტრიანი დისტანცია, სადაც არ უნდა ვიყოთ. მესამე ჰიგიენა. ეს სამი პირობა თუ არის, მაშინ შეიძლება საუბარი, – გაიხსნას.

სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული ამ ვირუსისგან, საშიშროება მუდმივად არის. ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი რეგულაციების დაცვით“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page