top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

“ჯანდაცვის მინისტრის საღმა აზრმა გაიმარჯვა, ერთი შეცდომაა მხოლოდ…” – გიორგი ფხაკაძე

12/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე:


“საღმა აზრმა გაიმარჯვა!


დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება.


სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის


დისტანციის დაცვა ყველგან


საყოველთაო ვაქცინაცია (12 წლიდან ფაიზერის ვაქცინაცია დავიწყოთ) დავიცვათ სიცოცხლე ….


სწორია, რომ ქვეყანას არ კეტავენ და ახლა ყველაზე მთავარია აღსრულება, აღსრულება და აღსრულება.


ერთ კომპონენტში არ ვეთანხმები, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, მეტრო დასაკეტია, მაგრამ ავტობუსები პირიქით, უნდა იყოს ბევრი, რომ ნაკლები ხალხი იყოს ავტობუსში.


ვეთანხმები, რომ პისიარ ტესტი არ უნდა ფინანსდებოდეს, რადგან ვაქცინაა უფასო.


საველე ჰოსპიტალი არა კვახი, ხალხო, იცით, საველე ჰოსპიტალი რა არის? არ გვჭირდება. ჩვენთან არის 17 000 საწოლი. 2- ათასს ხელს ვერ მოკიდებ, ფსიქიატრიულის და სხვა პაციენტების, დანარჩენი ყველა გამოიყენონ 4-6 კვირა და ყველაფერი იქნება კარგად.


რასაც მე ვუყურებ, ჯანდაცვის მინისტრის საღმა აზრმა გაიმარჯვა. მას ყველა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რაც საერთოდ ამ გუნდს გაუკეთებია.


სიტუაცია არის ბევრად მძიმე, ვიდრე გვეუბნებიან, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.


ამ შეზღუდვების შედეგს დავინახავთ 3-4 კვირაში, ლოქდაუნის შემთხვევაში შედეგი გვექნებოდა 2 კვირაში, მაგრამ სწორი გადაწყვეტოლებაა რომ ქვეყანას არ კეტავენ, გარდა ეკონომიკისა, ხალხი დასტრესილია, გაღიზიანებულია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page