15/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„მადლობა Tamar Zhamurashvili
„სინოფარმი“
ᲯᲐᲜᲛᲝ-Ს ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐ
ბევრი მეკითხება და არ იქნება სამართლიანი ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაგიზიაროთ.
„სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევები იმდენად მწირია, ნამდვილად მიკვირს ჯანმო-ს მიერ მისი ავტორიზაცია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ:
1) ამას „საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია“ ეწოდება. დღევანდელ დღეს კი ნამდვილად საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილებაც გამოუვალ სიტუაციას უნდა მივაწეროთ
2) ჯანმო-ს მიერ ავტორიზირებულ მედიკამენტებს/ვაქცინებს ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც საკუთარი სააგენტო მედიკამენტების ავტორიზაციისთვის, ისეთი როგორიცაა EMA ევროპის ქვეყნებისთვის და FDA აშშ-თვის არ გააჩნიათ.
ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ ᲯᲐᲜᲛᲝ-Ს ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐ ᲐᲠ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ, ᲠᲝᲛ „ᲡᲘᲜᲝᲤᲐᲠᲛᲘᲡ“ ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲐᲓ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲨᲘ ᲐᲜ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐᲨᲘᲪ ᲓᲐᲨᲕᲔᲑᲣᲚᲘᲐ. ᲐᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲔᲚᲝᲓᲝᲗ EMA-ᲡᲐ ᲓᲐ FDA-Ს ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲡ.
ქვემოთ მოყვანილია მონაცემები, რომელიც ჩინეთმა ჯანმო-ს წარუდგინა ავტორიზაციის გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული კვლევევბი ვერ ამტკიცებენ ეფექტურობას:
COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ SARS-CoV-2-ის ახალი მუტაციების წინააღმდეგ თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში 60წ-ზე უფროს ადამიანებში
ვიმეორებ, არ ვიცით საერთოდ როგორ მოქმედებს და ეფექტურია თუ არა სინოფარმის ვაქცინა COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, 60წ-ზე უფროს ადამიანებში და ახალი მუტაციების წინააღმდეგ!
კვლევებში მონაწილეთა უმრავლესობა მამრობითი სქესისაა, შესაბამისად ვაქცინის ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში შეზღუდულია.
კვლევის საშუალო ხანგრძლივობა 112 დღეს შეადგენს. შესაბამისად არ ვიცით რა ხდება 112 დღის შედეგ. ამ 112 დღის განმავლობაშიც კი ეფექტურობა სხვადასხვა მონაცემებით 50 დან 79%-მდე მერყეობს.
რჩევ
ვინაიდან გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით და საქართველოში სინოფარმის ვაქცინა შემოვიდა, ჭკვიანური იქნება, თუ მოცემული ვაქცინა არ გაუკეთდებათ (ახალი მტკიცებულებების გამოჩენამდე):
60 წელს გადაცილებულ პირებს თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ბავშვებს ≤ 18წ. შეზღუდულად იქნება გამოყენებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში
აქვე დავძენ, თუკი ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო გახდება უნდა მოხდეს ხალხის ეფექტური და ხარისხიანი კვლევებით გამოცდილი ვაქცინით უზრუნველყოფა. სინოფარმით ვაქცინაციის სავალდებულოდ გახდა ყოვლად დაუშვებელია!
გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.
https://www.who.int/…/extraordinary-meeting-of-the…
https://cdn.who.int/…/2_sage29apr2021_critical-evidence…
https://www.who.int/…/WHO-2019-nCoV-vaccines-SAGE…
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments