top of page

1-2 თვეში საინტერესო ცვლილებები იქნება - ნახეთ, რას პროგნოზირებს გიორგი ფხაკაძე

Updated: Mar 31, 2023

27/04/2022

საბოლოოდ დავრწმუნდი რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყნის ყველაზე დიდი ანტივაქსერული ორგანიზაციაა საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რამდენიმე თვეში საინტერესო ცვლილებები იქნება.

„ამას „ოპელიც ვერ გავიგებშიც” ვერ ჯდება (ამას მარტო ქუთაისლები გაიგებენ, სხვები გაატარეთ განსაკუთრებით თბილისისლები). საბოლოოდ დავრწმუნდი რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყნის ყველაზე დიდი ანტივაქსერული ორგანიზაციაა საქართველოში. ეს კანდიდატი არის ამოფარებული ათასი “ლიზუნგებით” მაგრამ ქმედებებით ფაქტია რასაც აქეთებენ, პანდემიას ქვეყანაში ვერ მართავენ. ამ რას წერთ, ან რას ამბობთ, ან რას აქეთებენ ?! ხომ უნდა დაფიქრდეთ სად ხარ რა კონტექსტში?

ერთი გამოვიდა „ფაიზერს ვადა გაუვიდაო” და მოსახლეობა დააპანიკა და შედეგად 400,000 დოზა „ფაიზერი“ გადავყარეთ. მეორე კუბოებით აშინებდა ხალხს და ეკლესიის წინააღმდეგ წავიდნენ იმის მაგივრად რომ დიალოგი ყოფილიყო და ყველა კითხვაზე პასუხი გაეცათ მოთმინებით ისე როგორც სხვა ქვეყნები მონახეს დიალოგის ფორმა რომის პაპიდან დაწყებული და ირანის სასულიერო პირდბთან დამთავრებული. მესამე „ომიკრონი საშიში არ არის” კარგით რა აზიაში აპა ვინ კლავს ათასობით ადამიანს ფხაკაძე?!

მეოთხე „ომოკრონი“ დასაწყისის დასასრული არისო” ეს ხომ გონზე არ არის რა არის კორონა და ჯანდაცვა საერთოდ… მეხუთე „ეს აბსოლუტურად მსუბუქი, ჩვეულებრივი ინფექციაა, რომელსაც ბოლო დროს ისე სერიოზულად არ უყურებენ, როგორც პანდემიის დასაწყისში” ნუ აქ კომენტარიც ზედმეტია… და ასე შემდეგ სია დიდია… გაფიცებთ ეს ხალხი საიდან არიან? ვინ არიან? რატომ არიან? კოვიდი არის საქართვრლოში. დიახ, საქართვრლოში არის კოვიდი და ამას ჩვეულებრივად გიმალავენ ისე როგორც ამას აქეთებენ რუსეთში ანუ რუსული მეთოდებით ვმართავდი პანდემიას. ეს სისტემა არის შესაცვლელი. სისტემას უნდა მართავდნენ პროფესიონალები, კომპეტენტური არაკორუმპირებული ექსპერტები ტეენოკრატები და არა პოლიტიკოსის მონები.


ვინც მართავს ახლა ჯანდაცვის სისტემას თავად ხედავთ:

17,000 ქართველი არასაჭირო მოკლეს; მილიარდებით ლარი მოიპარეს; ასიათასობით ქართველი დააინვალიდეს; სად არის ანგარიშვალდებულება? არ არის; მე ერთი ადამიანი არა ერთი ინიციატივა დავიწყე და გაჩვენეთ საზოგადოებას რომ ბრძოლის აზრი აქვს. რუსების ტიპური ნარატივია ბრძოლის აზრი არ აქვს. უკრაინაშიც სცადეს ამ ბოლო დროს და იქაც არ იმუშავა. ვერ მოგართვით; ჩემი გაჩერება არა ერთხელ სცადეს სხვადასხვა მეთოდებით საქართველოს ლურჯ/წითელი ბნელითა არაფერი გამოგივათ;

ეს სისტემა არის შესაცვლელი, ასე აღარ შეიძლება; 1-2 თვეში იქნება საინტერესო ცვლილებები, ჩვენ მზად ვართ ამ ცვლილებებისთვის? შენ მზად ხარ ამ ცვლილებებისთვის, “- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



9 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page