top of page

100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია...

17/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ავტობუსში როცა ხართ, კონდიციონერი არ უნდა იყოს ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია. ტრანსპორტში თუ ხართ, როგორმე ფანჯრის მხარეს დასხედით. თუ ხართ ტაქსიში, ორი ფანჯარა უნდა იყოს ღია“.

მისი თქმით, მძღოლის ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი, მის გვერდით კი ღია.

„მძღოლის უკან მდებარე ფანჯარაც ღია უნდა იყოს. მძღოლის უკან არა, მეორე მხარეს დასხედით. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია თავის დაცვისთვის. ერთ-ორ გაჩერებაში თუ გინდათ გადაადგილება, ფეხით გაიარეთ. სიარული ძალიან კარგია. ტრანსპორტში არ უნდა ილაპარაკოთ, ჩუმად უნდა იყოთ, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, ვირუსი ნაკლებად რომ გავრცელდეს. 100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ“, – ურჩევს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას.


MD, MPH, PhD




5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page