top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

14-თეთრიან, საბავშვო პირბადეს 45 თეთრად ყიდიან, სირცხვილია!- გიორგი ფხაკაძე

13/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:


„მინდა გაჩვენოთ, უსაყვარლეს ქალაქში ვარ (ყავას ვსვამ და ამ დროს პირბადე არ მიკეთია), ფრანგული ქალაქია, ძალიან ლამაზი, ძალიან საინტერესო.

გეტყვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რაც მოხდა საქართველოში, ბევრი საინტერესო მოხდა ჯანდაცვის სფეროში, ერთი-მეორეზე უკეთესი. დაწყებული ვაქცინაციის პროგრამით…


მაგრამ, სანამ გადავალ სერიოზულ საკითხებზე, მინდა გაჩვენოთ ძალიან დიდი სილამაზე… ეს არის კერძო საკუთრება, ადრე იყო ციცხე-სიმაგრე.

ვიდეო -


ვიტყვი სკოლებთან დაკავშირებით,- ერთის მხრივ, მიხარია, სკოლები რონ იხსნება, მეორეს მხრივ, ცოტა მეშინია, რადგან ჩვენი სკოლები მომზადებული არ არის. თავს ნუ ვიტყუებთ, ჩვენ გვიყვარს თავის მოტყუება, – ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი მშვიდად არის. რატომ ვიტყუებთ თავს? – ვერ გავიგე. სკოლებთან დაკავშირებით არის პრობლემა, არაერთი კვლევა ჩატარდა, ამ კვლევის მიხედვით, არის რამდენიმე საკითხი:

ყველა ბავშვი არის რისკი ქვეშ (არ აქვს ასაკს მნიშვნელობა), ვირუსი არის ყველასთვის საშიში, პირბადე უნდა გამოიყენოს ყველამ. სხვა გამოსავალი არ არის. ძალიან ბევრი წინააღმდეგია პირბადის გამოყენების. მე არ მიყვარს პირბადე, ვერ ვიტან, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის, ვიარო ისეთ ადგილებში, სადაც ცოტა ხალხია (საფრანგეთში ყველგან ჯარიმაა 150 ევრო), ვიარო ტყეში. სამწუხაროდ, ჩვენ პირბადესთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს ძალიან დიდხანს, რამდენიმე წელი.


მე ვამბობ იმას, რაც ვიცი, რა ინფორმაციაც არის ჩემთვის ხელმისაწვდომი, ჩემზე ნუ ბრაზობთ, ძალიან გთხოვთ.


ჩემს ფეისბუქ-გვერდზე დავდე ინსტრუქცია, ეს კვლევა იყო დაბეჭდილი7-8 თვის უკან, კარგად არის აღწერილი, რა უნდა გაკეთდეს სკოლებში.


სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, სახელმწიფოს გადაწყვტილებით, უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია (არ ვეთანხმები), როგორც არ ვეთანხმები, მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს ხელი ჩამოართვა, ეს არასწორია. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს არასწორია. არასწორია, როცა ბავშვებს არ უკეთიათ პირბადე რაც გინდათ ის თქვით, გამლანძღეთ, ერთი პატარა ანგელოზიც რომ არ გახდეს ავად. როდისმე ხომ მოვხვდებით ზევით, იქ მერე მომკითხავენ, რისი გაკეთევა შეგეძლო და რა გააკეთე და რა არ გააკეთე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ეს პატარა ანგელოზები, ვიმეორებ, ყველა ბავშვს სჭირდება სამედიცინო პირბადე. სწორად გამიგეთ, არ ვარ არავის წინააღმდეგი, შეიგნეთ, ამნდენი ნეგატივი ნამდვილად არ არის საჭირო. ვამბობ იმას, რასაც მეცნიერება გვეუბნება. ბევრი ადამიანი, მეცნიერებასთან არანაირი შეხება რომ არ აქვს (ახლოსაც რომ არ გაუვლია), რაღაცას ამტკიცებენ, გამოდიან და ათას რაღაცას ლაპარაკობენ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ექიმობას უნდა 20 წელიწადი, რომ ისწავლო და ამის შემდეგაც, ექიმი ხარ თუ არა, საკითხავია.


შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ვერც მივაყებებ, რადგან სხვანაირად გამზარდეს.

ძალიან გთხოვთ, თქვენი გადასაწყვეტია, ბავშვები არიან თქვენი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება. ბავშვების ბრალი არ არის, რომ დიდებს ჭკუა არა აქვთ. ამ პატარა ანგელოზებმა, რა დააშავეს?!


მე მირჩევნია, თქვენ მე გამლანძღოთ, მაგრამ პატარა ანგელოზები გადავარჩინოთ. სამედიცინო პირბადე არის აუცილებელზე აუცილებელი. ამაზე ვამბობდი ძალიან დიდი ხნის წინ, კვლევები, რომლებიც არ იყო დაბეჭდილი, გეუბნებით, ისეთ კვლევებზე, რომელიც მსოფლიოში დაბეჭდილი არ არის, არ არის გაჟღერებული. თქვენ, პირველებს გეუბნებით, რომ იყოს მომზადებული. აუცილებელია პირბადე (თუ გინდათ, ფკახაძის პირბადე დაუძახეთ, ძალიან ბევრი მეგობარი მეუბნება, აფთიაქში ფხაკაძის პირბადე მოვითხივეო).


გულახდილას ვამბობ, ეს არის ჩემთვის დამსახურება (არ ვიცი, ამას რა დავარქვა), აბსოლუტურად უცნობი ადამიანი როცა მოგწერს, აფთიაქში ვიყავი და „ფხაკაძის პირბადე“ მოვითხოვე და ფარმაცევტმა გაღიმებულმა მომცა პირბადე!



რომ ამბობენ, ფხაკაძეს რა ინტერესი აქვს?! ალბათ, ექიმი უნდა იყო, რომ მიხვდე ჩემს გრძნობებს, ძალიან ბევრი თქვენგანი, ალბათ, კიდევ ვერ ხვდება, რატომ ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს. ექიმი რატომ ექიმობს?! – დაფიქრდით! ექიმობა ძალიან რთულია და როცა ერთხელ გახდები ექიმი, მთელი ცხოვრება ხარ ექიმი! მინდა, თქვენ მოგცეთ სწორი ინფორმაცია, რომელსაც, ვთვლი, რომ სწორია და თუ თქვენ თვლით, რომ არასწორია, კი, ბატონო! ხომ არ გაიძულებთ. მეცნიერებასთან არანაირ კავშირში არ არის, თითქოს, ჟანგბადი არ ყოფნის. პირბადე თუ არის არასამედიცინო, ცუდი ხარისხის, გეთანხმებით, – ჟანგბადი არ ჰყოფნის ადამიანს და არის ალერგიულიც. ამიტომ არის სამედიცინო, კარგი ხარისხის პირბადე პირბადე, რომელიც ჩვენი წყალობით, -ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში პირბადის ფასი არის 14-იდან 20 თეთრამდე. ვინც ყიდის ძვირად, არის უნამუსობა, ეს ხალხი არის დასაჭერი, განსაკუთრებით ფარმაკომპანიები. საბავშვო პირბადეები რომ არის დეფიციტი, მთავრობა უნდა იყოს უფრო ლოგიკური, ლოგიკა აკლია მთავრობას. როდესაც რაღაცას აკეთებ, ხომ უნდა ჩამოყალიბდე, რატომ აკეთებ. უთხარი ყველას კომპანიას (შემომტანსაც და მწარმოებელსაც), ეს არის სავალდებულო და დაიწყეთ წარმოება. ემოციებზე აწყობილია ჩვენი მთავრობა. გულახდილად ვამბობ, ადრე მეცოდებოდა ჩვენი მთავრობა, ჯანდაცვის მინისტრის მეცოდებოდა, ახლა კი რა ვთქვა, ესეც არ ვიცი! ახლა არის იდეალური საშუალება, რომ გააკეთო ყველა რეფორმა. აბა, როდის უნდა გააკეთო რეფორმები?! რას ელოდებიან? მესამე მოსვლას თუ მეხუთე მოსვლას?! შეიძლება არ ვარ მართალი და რაღაცაში ვცდები! ბევრმა კერძო სკოლამ მომმართა.


თქვენ გყავთ მეგობრები, გყავთ ნათესავები, ახლობლები, ჩემი თხოვნაა (რაღა დარჩა, რამდენიმე კვირა) რამენირად პირბადეების პრობლემა ვუზრუნველყოთ. არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ყიდის საბავშვო პირბადეებს სააფთიაქო ქსელში (არ დავასახელებ სახელს, ყველამ იცის), უნამუსოები არიან, 14 თეთრად იყიდეს საბავშვო პირბადე და 45 თეთრად ყიდიან, რა უნდა დაარქვა, ასეთ ადამიანებს?! სიტყვები არ მყოფნის! გეუბნებით, ვინც უნდა გალანძოთ, -მისამართს გეუბნებით! ეს უზნეო კომპანიები საბავშვო პირბადეს ყიდიან 45 თეთრად!


ექსპერტებიც და ჯანდაცვის ექსპერტებიც, ჯანდაცვის სპეციალისტებიც, ყველანი არიან პოლიტიკური პარტიებთან! სირცხვილია!


თუ ასეთი მაგრები არიან, გააკეთონ რაღაცა ისეთი, რაც, მაგალითად ფხაკაძემ ვერ გააკეთა! ხომ ამოუვიდა ფხაკაძე ზოგიერთს ყელში. მე დავწიე ფასი, თქვენ ერთად პირბადეების! მეორე, – სამედიცინო პირბადე ექვსი თვის წინ, იცოდით, რა იყო?! – დოლბანდი რომ შემოიტანეს! – ყველამ ერთად გავიარეთ ეს თემა და საქართველოში ყველამ იცოდა, სანამ ევროპა ოფიციალურად გამოაცხადებდა, სამედიცინო პირბადე არის სავალდებულო, სანამ ევროპა იფიქრებდა. როცა გავიგე, ჩინური ვაქცინის შემოტანის შესახებ, ავტეხე ამბავი, ტვინი რომ გაგიხვრიტეთ ყველას, გახსოვთ?! „გაფუჭებული ხაჭაპური“, გახსოვთ?! ხომ იმუშავა ამან და ჩინური ვაქცინა ხომ არ გაქვთ, ახლა?! ხომ გეუბნებით, მადლობა გადამიხადეთ, – საერთოდ არ მინდა. ჩემთვის მთავარია, ჩემი მეგობრები, ნათესავები, ჩემი ყოფილი კოლეგები, ისინი არიან უსაფრთხოდ! ზოგი ამობს, ჩინური უნდა შემოეტანათ! ზოგი ამობს, ფხაკაძე ანტივაქსერი.


გახსოვთ, სკოლის გახსნაზე რომ იყო საუბარი, ანერვიულებული რომ ვიყავი და ავტეხე ერთი ამბავი! ვიღაც ქალი გამოვარდა (არ ვიცი, ვინ არის ის ქალი, არ ვიცი, ჟურნალისტია თუ ექიმია) გამლანძღა,- მე პირბადეს არ გავიკეთებ! ბავშვების დედა ვარო! – თუ ბავშვების დედა ხარ, ჯერ ბავშვებზე უნდა იფიქრო! მიუხედავად ამისა, არ გავჩერდი! მივიღეთ ის, რომ მეხუთე კლასიდან, ბავშვებისათვის სავალდებულოა პირბადე. ვამბობდი – საჭიროა ორმეტრიანი დისტანცია და თქვეს, ერთმეტრიანი დისტანციაა საჭირო სკოლებში. რაღაცა ნამდვილად გაკეთდა!


მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა, რამდენი ექსპერტია საქართველოში, ტელევიზიით რომ გამოდიან. ძალიან გთხოვთ, იფიქრეთ, იმიტომ რომ „ფიქრი არის ძალა“, „ფიქრი არის თავისუფლება“, ამ ექსპერტებიდან (პირდაპირ ვამბობ, ფულს აკეთებს ყველა) რომელიმემ რამე გააკეთა? ლაპარაკის გარდა კონკრეტული რამე გააკეთეს ისეთი, რაც კონკრეტულად თქვენ შეგეხოთ?!


თქვენ აფთიაქში როცა 20 თეთრად ყიდულობთ პირბადეს, დაფიქრდით!, 2 ლარის მაგივრად, ადრე რომ იხდიდით (თან იყო „ნაგავი“), იცით უკვე 20 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს სამედიცინო პირბადე. ლაპარაკის გარდა კონკრეტული რამე გააკეთეს ისეთი, რაც კონკრეტულად თქვენ შეგეხოთ?! ეს ხალხი არის ძალიან ბოღმიანი, ძალიან გაბრაზებული, ბოღმა ისეთი რაღაცაა, გაუნათლებლობის ამბავია! როცა რაღასაც ვიტყვი, ბრაზდებიან!


კიდევ ვიმეორებ, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არა ვარ და ვერ ვიქნები! ვერც ერთში ვერ დავინახე, – იმუშაონ და რაღაცა გააკეთონ! – დაგიდგებით გვერდით, რამდენი რამის გაკეთება შემიძლია, პრობლემა არ არის! მაგრამ ვერავინ დავინახე ისეთი, რომ მათთან ერთად გავაკეთო საქმე! ყველა არის საქმოსანი და ბიზნესმენი! არ არიან ისეთები, სახელმწიფოს აშენება რომ უნდოდეთ. ყველას ვუსმენდი ძალიან ყურადღებით არჩევნების წინ! ვერც ერთმა ვერ დამარწმუნა, რომ ჩვენს სახელმწიფოს მართლა აშენებაზე ფიქრობდნენ! მე ვერ დამაწმუნეს! თქვენ დაგარწმუნეს?!


ჟურნალისტებს ვეუბნები, რომ, ნუ მიწოდენ ექსტერტს! – გიორგი ფკახაძე, არც პროფესორი და არც ექსპერტი! ვარ ჩვეულებრივი ქუთაისელი ბიჭი, მორჩა! მაგრამ ამ ქუთაისელმა ბიჭმა შეძლო ის, რაც ვერც ერთმა ექსპერტმა (ვინც საქართველოშია) ვერ გააკეთა. შეკითხვა მაქვს, – რატომ ვერ გააკეთეს?!


ვაქცინასთან დაკავშირებით, – სირცხვილი და თავის მოჭრა! – ინდოთში ვცხოვრობდი 7 წელი. ვიყავი ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი! იქ მაქვს სადოქტორო დაცული! პრეზიდენტი, – იმის მაგივრად, როცა წავიდა ბრიუსელში (კი, ბატონო, კარგია, მაგრამ) შემდეგ უნდა წასულიყო თელავივში, თელავივიდან უნდა წასულიყო დელიში. ეს არის ის, სადაც შენ შეიძლება გამართო მოლაპარაკება ვაქცინასთან დაკავშირებით! მინიშნება გავაკეთე მთავრობასთან! (ყველაფერი იმართება პიარით!) შემომთავაზე, – ფხაკაძე გახდი საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, არ მინდა თქვენი ხელფასი, ხომ უნდა იფიქრო და გამოიყენო ჩემი რესურსი! ხომ ყველაფერი იციან, ყველაფერში გამოცდილი არიან! ფულის გარდა არაფერი არსებობს? შენი ქვეყანა რომ არის მთავარი! მსოფლიოში ინდოეთი არის ვაქცინის ყველაზე დიდი მწარმოებელი! – ხომ იციან ინდოეთთან ჩემი კონტაქტები! ხომ იციან, რომ გავლენა მაქვს ინდოეთში! – შემეკითხე, შემაწუხე! ვაქცინის 150 დოზა მიიღეს, ეს არის სასაცილო,

მე მაინც მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად! ბოლო წუთებში რაღაცას გააკეთებენ!

ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა შენ იცი, რა არის პრობლემა, სად არის გამოწვევა, ამბობ და ხალხი გეუბნება – არა, მასე არ არისო! სოციალურ ქსელში რომ ხართ განათლებული ზოგიერთი, ამის გარდა წიგნებიც არის! წიგნის წაკითხვა ერთია და რომ გაანალიზო, კიდევ ოცი წიგნი უნდა წაიკითხო!


ერთ სტატუსს წაიკითხავენ ფეისბუქში და ექსპერტები არიან, ყველაფრის ექსპერტები არიან! იმიტომ არის ჩვენი საქმე „კარგად“!


კიდევ ვამბობ და მინდა, კარგად გაიგოთ, – უჭკუო ვირუსმა, ჩვენ, ჭკვიან ადამიანებს გადაგვიტრიალა ტვინი! მირჩევნია გამლანძღოთ, კიდევ გეუბნებით, თუ ბავშვები იქნებიან პირბადით სკოლაში, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი „სიგელი“, „ძეგლი“ და სიხარული! სკოლებში ორპირი უნდა იყოს 10-15 წუთი, როცა ბავშვები არიან საკლასო ოთახში! ერთიც რომ იყოს ინფიცირებული, დაააინფიცირებს მთელ კლასს! ყოველ 10 წუთში ვირუსის რაოდენობა იზრდება, ამიტომ არის საჭირო ორპირი 10-15 წუთის განმავლობაში. მე დავიღალე ამდენი ჩაკეტვებით და კარანტინით! ხომ უდა ვისწავლოთ, ვირუსთან ერთად ცხოვრება?!


გუშინ ვნახე, მეტროს სურათი. რა ხდება, მეტროში?! რომ წარმოვიდგინე, ბავშვი მეტროთი მივა სკოლაში, რაც ახლა ვილაპარაკე, ყველაფერი გამოვა წყალში ჩაყრილი!

დრო და გავა და ჩემი ნათქვამი, რაც მითქვამს შარშანდელიდან მოყოლებული აქამდე, ყველაფერი დევს ჩემს ფეისბუქვერდზე. მე რამე პოლიტიკური ინტერესი გამოვხატე? თანამდებობის ინტერესი გამოვხატე? ბიზნესინტერესი გამოვხატე? ძალიან ცუდია, როცა ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ უანგარობა არის ძალიან დიდი ფუფუნება და მიხარია, რომ ამის გაკეთება შემიძლია! მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი! ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს! თქვენც უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი!


პირბადე არის ერთადერთი საშუალება, ბავშვები, პატარა ანგელოზები რომ გადავარჩინოთ! ვაქცინები, რომლებიც დამტკიცებულია, დროებითია! „არც ერთი ხაჭაპური კარგად შემწვარი არ არის!“ გამგები გაიგებს! მაგრამ როცა გშია, უმ ხაჭაპურსაც შეჭამ და ჩვენ ახლა ასეთ სიტუციაში ვართ!


ჯანმრთელობას გისურვებთ! – აუცილებელია სიარული სუფთა ჰაერზე 30-35 წუთი! აუცილებლად ვიყოთ კარგ ხასიათზე! კარგ მუსიკას მუსმინეთ! გიყვარდეთ ერთმანეთი! ძალიან მიყვარხართ! თქვენ ხართ საქართველო! – მიყვარხართ ძალიან! შენ თუ გიყვარს შენი სამშობლო, უნდა გიყვარდეს შენი თავი!თუ გიყვარს შენი თავი, შენ გიყვარს ყველა, ვინც არის შენს გვერდით და ეს არის შენი სამშბოლო! ვცეთ ერთმანეთს პატივი! არაფერს ვითხოვ! გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს!


გამოიყენეთ ყველგან პირბადე! ძალიან წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც წინააღმდეგი ვარ, მეტრო არ უნდა გახსნილიყო, ეს არის დანაშაული! ავტობუსების მართვა კიდევ შესაძლებელია!

ერთადერთი რაც გადაგავრჩენს, – სიყვარული გადაგვარჩენს!





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


5 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page