09.07.2021 Rustavi2
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე "დღის კურიერის" ეთერში დელტა შტამზე და ვაქცინების ეფექტურობაზე საუბრობს.
როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, "დელტა" ვირუსზე "ფაიზერის" ვაქცინა 64%-ით ეფექტურია, ჩინური ვაქცინის შემთხვევაში კი საჭიროა ბუსტერი, მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინით.
"დელტა ვირუსზე "ფაიზერის" ეფექტურობა არის 64%. "ასტრაზენეკაც" კი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, დანარჩენებზე ხომ ზედმეტია საუბარი.
თუმცა მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არ აქვს ეფექტი. ჩინური ვაქცინა შეამსუბუქებს მდგომარეობას ნამდვილად. ჩინურ ვაქცინას, თუ გაიკეთებთ, პირბადე არ უნდა მოიხსნათ ცხვირიდან. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ თუ ვერ ჩამოაქვს სხვა ვაქცინები, 2 დოზა ჩინურის შემდეგ ბუსტერის სახით იყოს "ფაიზერი," - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/204141
Comentarios