top of page

20 000-მდე ადამიანი მყავს დაბლოკილი Facebook-ზე – გიორგი ფხაკაძე

28/11/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე იხსენებს, როდის და რატომ გადაწყვიტა ფეისბუკ-ლაივების გაკეთება და ქართველებთან ამ ფორმით ურთიერთობა.

აქვე, ფხაკაძე ამბობს, რომ ნეგატიური კომენტარებისა და ანტივაქსერობის გამო ფეისბუკის 20 000-მდე მომხმარებელი ჰყავს დაბლოკილი.

„საკოორდინაციო საბჭოზე რაღაც ითქვა, რაც არ მომეწონა. თავი გადაგდებულად ვიგრძენი. იქ ერთ საკითხზე ისაუბრეს, შემდეგ ვნახე ამბებში, რომ სულ სხვა რამეზე, სხვა მიმართულებით ისაუბრეს. მე არავის ვიცნობ და ვხედავ, რომ რაც ხდება არასწორია – ჩავრთე ლაივი და რაც საბჭოზე ვერ ვთქვი, ვისაუბრე რასაც ვფიქრობდი.

ლაივი უამრავმა ადამიანმა ნახა, დაინტერესდნენ ვინ ვიყავი, შემდეგ ჩემზე ჩავწერე და ამას ქსელი ააფეთქა.

თავიდან დაბნეული ვიყავი და ნეგატიურ კომენტარებს ვპასუხობდი. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ცდებოდნენ. მერე მივხვდი, რომ აზრი არ აქვს ახსნას. შემდეგ ამ ადამიანების დაბლოკვა დავიწყე, დღეს დაახლოებით, 20 000-მდე ადამიანი მყავს დაბლოკილი Facebook-ზე“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე „ნოესთან“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



4 views0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page