top of page

2020 წლის ანგარიშვალდებულების შესახებ კვლევა საქართველოში

22/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ა.წ 30 აპრილს, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის მხარდაჭერით გამართულ ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა

2020 წლის გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭოს მიერ ჩატარებული საქართველოს ანგარიშვალდებულების კვლევა.

გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭო, ყოველი ქალის, ბავშვის, მოზარდისთვის (IAP) ,2020 წლის ანგარიშის დასრულების პროცესშია. იგი ეხება ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობასა და უფლებების შესახებ ანგარიშგების საყოველთაო ჯანდაცვით მოცვასა და მდგრადი განვითარების მიზნებს.

2020 წლის ანგარიში ასახავს 5 ქვეყნის ნაციონალურ კვლევას, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოზეა. ანგარიში წარდგენილ იქნა ამა წლის ივლისში, ნიუ იორკში, მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე.

30 აპრილს გამართულ ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული პირების ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ომბუდსმენის ოფისი, გაეროს სააგენტოები, აკადემიური ინსტიტუტები, სამედიცინო ასოციაციები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ჯანდაცვის პროვაიდერები და პრაქტიკოსები.

შეხვედრის მიზანი გახლდათ, კვლევის შედეგად აღმოცენებული შედეგების განხილვა და სახელმწიფოს მხრიდან წვლილის შეტანა ქალების,ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის უფლებების მიმართულებით პროგრესის მიღწევაში,

იხილეთ ჩანაწერის ბმული:


შემდეგი ონლაინ შეხვედრა დაგეგმილია 2020 წლის 5 მაისს,

14:00 საათზე (თბილისის დროით),

შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე.


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული კომენტარები შესაძლოა გადამისამართდეს შემდეგ ელ.ფოსტაზე: giorgi76@gmail.com ა.წ. 7 მაისამდე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





23 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page