top of page

2020 წლის კვლევა საქართველოში ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის მიმართულებით

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

07/05/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

5 მაისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირტუალურ სალექციო დარბაზში წარმომადგენლობითი ონლაინ აუდიტორია შეიკრიბა. შეხვედრა ეხებოდა 2020 წელს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭოს მიერ ჩატარებულ საქართველოს ანგარიშვალდებულების კვლევას.

ონლაინ შეხვედრას უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

კვლევასთან დაკავშირებით ჩატარებულ ბოლო ორ ონლაინ შეხვედრაში 150-მდე დაინტერესებული პირი მონაწილეობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები: დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ნიუ ვიჟენის და კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სახით. შეხვედრაზე პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ წარმოადგინა კვლევის ანგარიში, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული კვლევის ანგარიშის განხილვაში,

თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა დაესვა კითხვები და გამოეთქვათ მათი მოსაზრებები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეების მიერ მოხდა აზრთა თანხვედრა რომ ანგარიშში მოცემული ძირითადი თეზისების ირგვლივ აკადემიურ სივრცეში, სხვადასხვა უნივერსიტეტების აქტიური ჩართულობით, უნდა გაგრძელდეს შეხვედრები.

იხილეთ ჩანაწერის ბმული:


https://www.facebook.com/DavidTvildianiMedicalUniversity/videos/270597997672280/ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული შეკითხვები და მოსაზრებები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: giorgi76@gmail.com ა.წ. 8 მაისამდე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page