top of page

21 სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა

22/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

21 სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.

ალცჰაიმერის დაავადება ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კოგნიტური და ქცევითი ფუნქციის დარღვევა.

ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას

მნიშვნელოვანია დაავადების საწყის ეტაპზე სპეციალისტთან დროული კონსულტაცია

ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომლისათვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. სიმპტომატიკა აღმოცენდება შემპარავად და დროთა განმავლობაში თანდათანობით მატულობს.


რამოდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა და სხვა.


ალცჰეიმერის დაავადება - თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დაავადება იწვევს ადამიანის თავის ტვინში, ნერვულ უჯრედებს შორის ქიმიური ნივთიერებებით ინფორმაციის გადაცემის დარღვევასა და ნეირონების კვდომას.


ის აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, ემოციებს. ხასიათდება: კლინიკურად: - პროგრესირებადი დემენციით, პათომორფოლოგიურად - ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირებით, ქერქის სხვადასხვა ნაწილებში სენილური ბალთებისა და ნეიროფიბრილარული გორგლების ფორმირებით.


დაავადების საწყისი სიმპტომი ხშირად მეხსიერების დარღვევაა; თანდათანობით ვითარდება საფეთქელ - თხემის, შემდეგ კი ქერქის სხვა ნაწილების სულ უფრო ღრმა დისფუნქცია, რაც ვლინდება მეტყველების დარღვევით, პიროვნების ცვლილებებით რაც საბოლოოდ უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ქცევაზე. მისი სიმპტომები გამოიხატება სიტყვების მოძებნისა და სხვა ადამიანების მეტყველების გაგების გაძნელებაში.


გუნება-განწყობილებისა და პიროვნული თვისებების ცვლილებებში. მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ადამიანს აღენიშნება ალცჰeიმერის დაავადება. აშშ-ში ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი ადამიანიდან 30%-ს აქვს ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი.


ბიოქიმიური გამოკვლევების შედეგად აღმოჩენილია, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში იმატებს აცეტილტრანსფერაზას შემცველობა, რომელიც წარმოადგენს აცეტილქოლინის წარმოქმნისათვის აუცილებელ ფერმენტს. აცეტილქოლინი მიეკუთვნება ნეირომედიატორს - ნივთიერებას, რომელიც ამგზნებ ნერვულ იმპულსებს გადასცემს ერთი უჯრედიდან მეორეს და მონაწილეობს მეხსიერების პროცესებში.


ალცჰეიმერის დაავადება იწვევს ტვინის სხვადასხვა ფუნქციის გაქრობას. ავადმყოფს ავიწყდება ასაკი, მისამართი, მიმდინარე მოვლენები. იკარგება ყველაზე ახლობელი ადამიანების ცნობის, აზროვნების, ურთიერთობის უნარი და მას მუდმივი მეთვალყურეობა ესჭიოება. დაავადება თავს მოხუცებულობის ასაკში იჩენს თავს (სადღეისოდ ალცჰეიმერის ათვლის წერტილი 55 წელია, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც)



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


26 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page