16/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ისრაელში სიტუაცია სამწუხაროდ დრამატულად შეიცვალა,
მიზეზები, თუ რატომ ეხლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება:
ნაადრევად პირბადეების მოხსნა, ვერ გათვალეს და არჩევნრბმაც იმოქმედა, ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, აქაც არჩევნების ბრალი იყო, უკვე ვიცით რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას და მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის “ეგრეთ წოდებული ბუსტერი” დოზაა საჭირო. ისრაელში ახლანდელი კოვიდაფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.
რას აკეთებს ისრაელის მთავრობა: პირბადეები არის სავალდებული ყველგან, თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება, ფაიზერის-მე 3 დოზა “ბუსტერი” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს, ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული, 500 ბავშვი 5-დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად ვისაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.
რა უნდა ქნას საქართველომ: სირაქლემის პიზიციიდან ამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან, პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს.
ვისწავლოთ ისრაელისგან:
ეს ხელუსუფლებას: სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100% პირბადის გარემო, აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიებები, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია და ეხლა და არა 6 თვის თავზე ვიზრუნით “ბუსტერზე”, რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება, ისიც უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მე-3 დოზაც არ დაიცავს და იმიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს) ”კოვიდ საშვები” რაც შეიძლება მალე დანერგეთ, აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.
ეს მოსახლეობას: გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ ადამიანების სიცოცხლე, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ, თუ არა ან ვერ რჩებით სახლში, აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ დავიცვათ 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის, ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100% ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს 60% დან 94%-მდე, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია.
გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა, კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ, თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში. დაუჯერეთ საღ აზრს…
ჯანმრთელობას გისურვებთ ,
ისრაელში სიტუაცია: https://www.timesofisrael.com/active-cases-pass-50000…/ ბუსტერის შესახებ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული ინფორმაცია არის: https://www.npr.org/…/6-things-to-know-if-youre… ისრაელში რეინფიცირების 2.6% რატომ არის: https://www.cidrap.umn.edu/…/israeli-study-finds-26…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments