top of page

FDA-მ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის" ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის

19/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის” ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის.

„კიდევ ერთი სიახლე! ამწუთას ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის” ბუსტერზე 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული პაციენტებისთვის. დამიჯერეთ ხოლმე რა… იმედია, საქართველო საბოლოოდ აირჩევს კოვიდის მართვის სწორ გზას…


ან მივდივართ ამერიკის გზით, ან ევროპის გზით, ან ისრაელის გზით, ან ღმერთმა დაგვიფაროს, რუსული გზით …. ქართულმა გზამ კი გვაჩვენა რომ დამღუპველია…

ისე, მსოფლიო უკვე მე-3 დოზაზე გადადის,. ევროპის ქვეყნებში 70-90% არიან აცრილები 2-ჯერ და სამედიცინო პერსონალის 90-100% არის აცრილი.


შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% არის აცრილი, სამედიცინო პერსონალის 50%-მდეა მხოლოდ აცრილი და ზოგიერთი ექიმი კითხვის ქვეშ აყენებს ვაქცინაციას! არაპროფესიონალიზმი კლავს!”, – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





 
 
 

Comentarios


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page