top of page

IAP-ის შეხვედრა ინდოეთში

25/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ინდოეთში, ნიუ დელიში მოზარდთა ჯანმრთელობის კონგრესის მე-11 საერთაშორისო შეხვედრაზე.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების ექსპერტთა ჯგუფმა (IAP) 28 ოქტომბერს ნიუ დელიში სიმპოზიუმი მოიწვია დამსწრეთათვის აღნიშნული ჯგუფის მოზარდთა მიმართ ტრანსფორმაციული ანგარიშვალდებულების 2017 წლის ანგარიშისა და ჯგუფის მიღწევებისა და რეკომენდაციების გასაცნობად. პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვიზიტის განმავლობაში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსტეტის კურსდამთავრებულს ექიმ მოჰამედ შიიდსაც ეწვია წმინდა სტეფენის ჰოსპიტალში. ჰოსპიტალში ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდა ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ექიმ ჯონ პუნოსეს, რესპირატორული მედიცინის ხელმძღვანელს - ექიმ შამიმ ახტარს, დერმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ექიმ ნიდი სარმას, ENT დეპარტამენტის კონსულტანტს - ექიმ პანკაჯს, მედიცინის დეპარტამენტის მთავარ კონსულტანტს - ექიმ ლეიამი კასერს და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მთავარ ექიმს - რაჯენდერს. ამასთანავე პროფ. გიორგი ფხაკაძეს შემაჯამებელი შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა მიმართულების რეზიდენტურის სტუდენტებთან (ქირურგიის, დერმატოლოგიის და სხვ. მიმართულებებით). პროფ. გიორგი ფხაკაძემ სხვადასხვა დეპარტამენტები მოინახულა ჰოსპიტალში. აღნიშნული ჰოსპიტალი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კერძო კლინიკაა ნიუ დელიში. ის 1885 წელს დაარსდა, 600-მდე პაციენტს იტევს და მათ სთავაზობს მრავალი მიმართულებით მკურნალობის შესაძლებლობას. გარდა სამკურნალო დეპარტამენტებისა, ჰოსპიტალი დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს ტრენინგ პროგრამებს სხვადასხვა სპეციალობებში. მათ ასევე აქვთ ეროვნული საბჭოს გამოცდებთან აფილირებული სასწავლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია ინდოეთის სამედიცინო საკონსულოს მიერ. ინდოეთში ყოველწლიურად მრავალი ახალგაზრდა პრეტენდენტი გადის ტრენინგს ზოგადი საექთნო კურსისა და მეანობის მიმართულებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და ლაბორატორიით, რომელიც პაციენტებს სთავაზობს 24 საათიან გადაუდებელ დახმარებას. პროფ. გიორგი ფხაკაძე მოხარულია დტსუ-ს კურსდამთავრებულთან შეხვედრით და წარმატებას უსურვებს მას.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




23 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page