Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება“

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება“

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფორმაციას ავრცელებს:

„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება“

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება.

ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.

„დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და ადამიანებზეც გადადის.

შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს. ვაქცინა ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება. მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.

„დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება“

https://accreditation.ge/post/მსოფლიო-მოსახლეობის-დაახ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება“ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/მსოფლიო-მოსახლეობის-დაახ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp