top of page

ძიება / Search Results

2979 items found for ""

  • „აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა...“

    08/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო. საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს. „აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე. ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში. მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს. ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ. გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რას ნიშნავს საერთაშორისო აკრედიტაცია კლინიკებისთვის და რას შეცვლის ეს საქართველოში? საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა. „აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა. ISO-ს საერთაშორიშო სერტიფიკაცია საქართველოში უკვე ცნობილია, ბევრი ქარხანა და წარმოებაა აკრედიტებული ISO-ს მიერ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ინდოეთში საპირფარეშოები ISO-ს მიერაა სერტიფიცირებული. ამიტომ, ზოგჯერ მეცინება ხოლმე, ზოგი კომპანია ისე ამაყობს ამ სტანდარტით, მაგრამ როცა ვსაუბრობთ აკრედიტაციაზე, ეს სულ სხვა პროცესია და ეს არ არის სტანდარტიზაცია. თუ ISO იმას უყურებს, დოკუმენტაცია არის თუ არა მოწესრიგებული, აკრედიტაცია, ამასთან ერთად, აკონტროლებს იმას, რომ პროცესები უნდა იყოს დალაგებული“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. მისი თქმით, მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა „მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა. 1958 წელს, მეორე ასეთი ორგანიზაცია - „აკრედიტაცია კანადა“ ჩამოყალიბდა ანუ, პრაქტიკულად, ყველაზე ძველი ორგანიზაციები მსოფლიოში ეს ორია. აშშ-ში, საავადმყოფოების უმრავლესობა აკრედიტებულია Joint Commission-ის მიერ, ხოლო კანადაში - „აკრედიტაცია კანადას“ მიერ. შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა აშშ-სა და კანადაში, აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თუ ვინმეს უნდოდა, მიეღო ერთი დოლარიც კი ფედერალური მთავრობისგან, მაშინ უნდა ჰქონოდა Joint Commission-ის აკრედიტაცია. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საავადმყოფო აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ასე დაიწყო აკრედიტაციის მეშვეობით საავადმყოფოებსა და სახელმწიფოებთან ურთიერთობები. კანადაშიც აბსოლუტურად იგივე კონცეფციაა, რომელიც შემდეგ გადაიღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა. 90-იან წლებში, ამ ორმა ორგანიზაციამ დაიწყო საერთაშორისო დონეზე მუშაობა. ასე ჩამოყალიბდა Joint Commission International - JCI და „კანადა აკრედიტაცია“ დარჩა ამ სახელწოდებით, მათთან ერთად ათეულობით ორგანიზაცია შეიქმნა, რადგან აკრედიტაციაც დიდი მოთხოვნა იყო. შესაბამისად, 90-იან წლებში, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაცია ჟენევაში, რომელიც არის აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციების აკრედიტატორია. პარალელურად, მაგალითად, საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა საერთაშორისო სტანდარტებზე, რადგან ჰქონოდა საკუთარი, ეროვნული და ერთის გარდა, ყველა საავადმყოფო საფრანგეთში, აკრედიტაციის მიმნიჭებელი ეროვნული ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული. ორგანო რომ ჩაითვალოს საერთაშორისოდ, თავად უნდა იყოს აკრედიტირებული და მისი სტანდარტები უნდა იყოს საერთაშორისო დონის. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ორგანიზაციაა, რომლებიც არ არიან აკრედიტირებულნი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს იგივეა, მე და თქვენ რომ ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია და ვთქვათ, რომ საერთაშორისოა. მეორე საკითხია სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც, საავადმყოფოებში პროცესები უნდა იყოს საერთაშორისო დონის შესაბამისი...“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ. Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze

  • „ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას, თუ საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ...“

    07/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო. საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს. „აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე. ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში. მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს. ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ. გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო აკრედიტაციაზე მუშაობა. „საქართველოს ჯანდაცვის სფეროში რევოლუციური რამ მოხდა შარშან, როცა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წინასაახალწლოდ თქვა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოში ყველა კლინიკა გაივლის საერთაშორისო აკრედიტაციას. იანვარშივე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგინდა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც სურს, მიიღოს სახელმწიფოსგან დაფინანსება, უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს არის კარგი პრაქტიკა ანუ პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული იყო ექვსი ორგანიზაცია, რომელთაც შეუძლიათ, აკრედიტაცია ჩაუტარონ კლინიკებს საქართველოში, მაგრამ იმ ექვსიდან, მხოლოდ ოთხია საერთაშორისო, ხოლო ორი მათგანი რატომ მოხვდა იმ სიაში, ვერ მივხვდი, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, სადაც მითითებულია, რომ ორგანიზაცია უნდა იყოს საერთაშორისო და აუცილებლად აკრედიტირებული“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო აკრედიტაციაზე მუშაობა. ფლაგმანი იყო „მედიქლაბი“, რომელმაც პირველმა მიიღო Joint Commission International-ის აკრედიტაცია. „როგორც იცით, ჟენევაში ვმუშაობ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ რადგანაც დავინახე, რომ აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, ჩავრთულიყავი ამ პროცესში. ამ მიზნით, დავუკავშირდი ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას მსოფლიოში, „აკრედიტაცია კანადას“, რომლის აკრედიტაცია გავლილი აქვს 15 000-მდე სამედიცინო დაწესებულებას მსოფლიოში.“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ. მისივე თქმით, მისი მიზანი იყო საქართველოში სისტემა დანერგილიყო და ჩამოგვეყალიბებინა ოფისი. „ჩემი მიზანი იყო, საქართველოში სისტემა დანერგილიყო და ჩამოგვეყალიბებინა ოფისი, რაც ადგილობრივი, ქართველი სპეციალისტების გაზრდაშიც დაგვეხმარებოდა, ასევე ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ჩაგვეტარებინა საერთაშორისო დონის ტრენინგები, რაც რთული პროცესი იყო, თუმცა შევძელით და დღეს, „აკრედიტაცია კანადას“ ოფისი საქართველოშია, სადაც ვმუშაობთ 12-კაციანი გუნდი. იანვრიდან დავიწყეთ ტრენინგები საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ახლა, საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების დამნერგავი, ძლიერი გუნდი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. მისი თქმით, საქართველოში, 14 სამედიცინო დაწესებულებასთან ინტენსიურად დაიწყეს აკრედიტაციის პროცესი, „საქართველოში, 14 სამედიცინო დაწესებულებასთან ინტენსიურად დავიწყეთ აკრედიტაციის პროცესი, ჩვენი მრჩევლები შედიან სამედიცინო დაწესებულებებში და საავადმყოფოსთან ერთად გადიან ყველა საკითხს, რაც ეხება საერთაშორისო აკრედიტაციას. რთულია ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, როცა ამის გამოცდილება არ გვქონია. დავარწმუნე კანადელები, რომ ამ მეთოდით წავსულიყავით საქართველოში, რათა მრჩევლების ძირითადი გუნდი ყოფილიყო ქართველების და არა - უცხოელების. ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი ერთიდან სამ წლამდე გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნით, აკრედიტაციის პროცესში, ამ წლის ბოლომდე, ყველა საავადმყოფომ, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვაში, უნდა წარადგინოს კონტრაქტი, ხელშეკრულება, რომ მათ დაიწყეს ეს პროცესი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. თუ არ წარადგენენ, იანვრიდან შეუწყდებათ საყოველთაო დაფინანსება. თუ 2025 წლის პირველი იანვრისთვის, საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია, ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას. შესაბამისად, ვინაიდან ეს პროცესი რთულია, გადავწყვიტეთ, ეს მეთოდი აგვერჩია - 12 მრჩეველი, ყოველ კვირა, სამი საათის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში მიდის და ადგილზე უხსნის, უმეორებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს აკრედიტაციის შესახებ“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მომსახურება არის ფასიანი და საავადმყოფიები იხდიან ამ საფასურს. „ჩემი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, შეუძლებელი შევძელი და საქართველოში „აკრედიტაცია კანადას“ მომსახურების ფასი ძალიან დაბალია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით... ჩვენ ჩავდეთ რესურსი, ენერგია და ინვესტიცია ქართველ ექსპერტებში, რომლებიც ჩვენი ეროვნული საგანძურია. ქართველ ექსპერტებს არ ექნებათ უფლება, ჩაუტარონ ექსპერტიზა ქართულ საავადმყოფოებს, რადგან ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ისინი იქნებიან შემფასებლები სხვა ქვეყნებში. ეს ექსპერტები დაეხმარებიან ქართულ საავადმყოფოებს, რომ გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო. ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94 მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze

  • მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება მილიარდამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს

    07/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil წიაღისეული საწვავი, რომელსაც კაცობრიობა დღეს წვავს, მრავალი სიცოცხლისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება ხვალ. კლიმატის ცვლილების შედეგად ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესახებ გამოქვეყნებული 180 სტატიის მიმოხილვამ ღრმად შემაშფოთებელი რიცხვი დადო. კონსერვატორული შეფასებით, მომდევნო საუკუნის განმავლობაში, კლიმატური კატასტროფების შედეგად შეიძლება მილიარდი ან მეტი ადამიანი მოკვდეს. მომავლის პროგნოზების უმეტესობის მსგავსად, ეს შეფასებაც რამდენიმე ვარაუდს ეფუძნება. ერთი მათგანია უხეში წესი, რომელსაც „1000 ტონის წესს“ უწოდებენ. ამ ჩარჩოში, კაცობრიობის მიერ დამწვარი ყოველი ათასი ტონა ნახშირბადი არაპირდაპირ არის დამნაშავე მომავალი ადამიანის სიკვდილში. თუკი მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიალიზაციამდელი პერიოდის საშუალო ნიშნულზე 2°C-ით მეტით მოიმატებს, რაც უახლოეს ათწლეულებში უნდა მოხდეს იმ გზაზე, რასაც ახლა ვადგავართ — ბევრ სიცოცხლეს დავკარგავთ. ყოველი 0,1 გრადუსით მომატებამ მსოფლიოში შეიძლება დაახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. „თუკი 1000 ტონის წესის სამეცნიერო კონსენსუსს სერიოზულად მიიღებ და გამოთვლი, ანთროპოგენური გლობალური დათბობა მომდევნო საუკუნეში მილიარდზე მეტი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს უდრის. აშკარაა, რომ უნდა ვიმოქმედოთ. და თანაც, ძალიან სწრაფად“, — განმარტავს კანადის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ენერგიის სპეციალისტი ჯოშუა პიერსი. კლიმატის ცვლილების შედეგად ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლა უკიდურესად რთულია, ამ დროისთვისაც კი. გაერო-ს მონაცემებით, გარემოებითი ფაქტორები ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონ ადამიანს კლავს, მაგრამ უცნობია, სიკვდილის ამ შემთხვევათაგან რამდენი იყო პირდაპირ ან ირიბად კლიმატის ცვლილების შედეგი. ზოგიერთი ექსპერტი ირწმუნება, რომ ჯერ მხოლოდ არანორმალური ტემპერატურა შეიძლება იყოს ყოველწლიურად ხუთი მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი. სხვა შეფასებების მიხედვით, ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. პრობლემა ნაწილობრივ ის არის, რომ კლიმატის ცვლილების გლობალური ეფექტები მრავალფეროვანია. მოსავლის უკმარისობა, გვალვა, წყალდიდობა, ექსტრემალური ამინდი, ზღვის დონის მატება — ადამიანის ცხოვრებაზე გავლენა ყველა მათგანს შეუძლია, თანაც რთული, კომპლექსური გზებით. ამ კლიმატური კატასტროფებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის პროგნოზირება არსებითად არასრულყოფილი სამუშაოა, მაგრამ პიერსმა და მისმა კოლეგამ ავსტრიის ქალაქ გრაცის უნივერსიტეტიდან, რიჩარდ პარნკატმა ჩათვალეს, რომ ცდად ღირდა. მათი მტკიცებით, ემისიების გაზომვა ადამიანთა სიცოცხლესთან მიმართებაში, საზოგადოებისთვის რიცხვების აღქმას უფრო აადვილებს, ამავე დროს, ხაზს უსვამს იმასაც, რამდენად მიუღებელია ჩვენი ამჟამინდელი უმოქმედობა. „გლობალური დათბობა მილიარდობით ადამიანისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. რაც უფრო ზუსტი ხდება კლიმატურ მოდელთა პროგნოზები, სულ უფრო მეტად ერგება ჩვენს ქმედებებს ის ზიანი, რასაც ჩვენს ბავშვებსა და მომავალ თაობებს ვაყენებთ“, — ამბობს პიერსი. ამ პუნქტის უფრო მეტად წარმოსაჩენად, პიერსმა და პარნკატმა 1000 ტონის წესი ავსტრალიაში მდებარე ქვანახშირის მაღარი ადანი-კარმაიკლის მაღაროს მოარგეს; ეს მაღარო მსოფლიოში უდიდესია. კვლევის ავტორთა განცხადებით, ამ მაღაროს ქვანახშირის მთელი მარაგის დაწვა, მომავალში შეიძლება დაახლოებით სამი მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდეს. „მრავალი მათგანი, ვინც მოკვდება, ჯერ ბავშვია და გლობალურ სამხრეთში ცხოვრობს. კარმაიკლის მაღაროს მთელი მარაგის დაწვა მომავალში დიდი ალბათობით გამოიწვევს მათ სიკვდილს“, — წერენ მკვლევრები. ტექნიკურად, 1000 ტონის წესი არ ითვალისწინებს შესაძლო კლიმატური უკუკავშირების მარყუჟებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გაცილებით გააუარესოს და დააჩქაროს ნახშირბადის ემისიების შედეგები გარემოზე. ამ წესის შესაბამისად, ყოველი ათასი ტონა ნახშირბადის დაწვა დაახლოებით 0,1-დან 10-მდე ადამიანის სიკვდილს უნდა იწვევდეს. თუმცა, რჩება ადგილი გაცილებით უარესი სცენარებისთვისაც, რაც ამ კვლევაში არ განუხილავთ. „როდესაც კლიმატური მეცნიერები მოდელებს ამუშავებენ და შემდეგ ამის შესახებ იუწყებიან, ყველა მაინც კონსერვატორულად უყურებს, რადგან არავის სურს, აპოკალიფსის მაუწყებლად გამოჩნდეს. ჩვენც ასე მოვიქეცით, მაგრამ შედეგები მაინც ზედმეტად არასასიამოვნოა“, — განმარტავს პიერსი. რეალობა ასეთი მძიმეა, მაგრამ ისეთი, რომ საჭიროა, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა თვალი გაუსწორონ და შესაბამისად იმოქმედონ. კვლევა Energies-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია news.westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით. Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze წყარო: https://1tv.ge/news/mecnierebi-gvafrtkhileben-rom-klimatis-cvlilebam-sheidzleba-miliardamde-adamianis-sikvdili-gamoiwvios-1tvmecniereba/?fbclid=IwAR2oh_Ht7LXheDO4H89rVQp7v86Z93YSRBoob5Hplk2CXAyKiX7huYPhyRk

  • კიბოს საწინააღმდეგო პირველი ანტიბიოტიკი გამოუშვეს - მისი გამოჩენით მსოფლიოში ახალი თაობის ანტიბიოტიკ

    07/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი კედარციდინი, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს უჯრედების დნმ-ის განადგურება შეუძლია. აღნიშნული ანტიბიოტიკი ბრიტანეთის ლინკოლნისა და ტოკიოს უნივერსიტეტების მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიგონა. მასალა ბუნებრივი გზით აღმოაჩინეს ინდოეთში 30 წლის წინ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნიადაგი 1940-იან წლებში შემუშავებული ყველა ანტიბიოტიკის წყაროა. ნიადაგიდან ამოღებეულმა კედარციდინის პროტოტიპმა ნივთიერებამ კვლევის მსვლელობისას, ძლიერი კიბოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები გამოავლინა. თუმცა მას გააჩნია რთული მოლეკულური სტრუქტურა. ის სულ ახლახანს გააანალიზეს და მიღებული მონაცემების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კიბოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკის შემუშავებას შეძლებდნენ.ანტიბიოტიკ კედარციდინს გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, რაც კიბოს უჯრედების დნმ-ის დაშლის, მათი შემდგომი ზრდისა და განვითარების შეწყვეტის საშუალებას იძლევა.კედარციდინის გამოჩენით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ახალი თაობის ანტიბიოტიკების ხანა იწყება. ვიდეო - ლინკი: https://palitranews.ge/video/124152-kibos-sacinaagmdego-pirveli-antibiotiki-gamoushves-misi-gamochenit-msoplioshi-axali-taobis-antibiotikebis-xana-icqeba/?fbclid=IwAR29lOq85gauc5DRwNt6oiqEuYKGGgV8MFUArfn-CcCg_APwAFY9CNcvOIE Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze წყარო: https://palitranews.ge/video/124152-kibos-sacinaagmdego-pirveli-antibiotiki-gamoushves-misi-gamochenit-msoplioshi-axali-taobis-antibiotikebis-xana-icqeba/?fbclid=IwAR29lOq85gauc5DRwNt6oiqEuYKGGgV8MFUArfn-CcCg_APwAFY9CNcvOIE

  • „იცავს ახალი კოვიდ ვარიანტისგან (BA.2.86)“ - მოდერნა

    07/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში არცერთი ამ ვაქცინებიდან არ იქნება ხელმისაწვდომი. „ფრთხილი ოპტიმიზმი. მოდერნა (დღეს 3 საათის წინ) განაცხადა რომ მისი ახალი გაუმჯობესებული ვაქცინა იცავს ახალი კოვიდ ვარიანტისგან (BA.2.86). ასევე ორი ფარმა კონპანია ფაიზერი და ნოვოვაქსი ასევე ასრულებენ კოვიდის სხვა (XBB.1.5) ვარიანტის ვაქცინაზე მუშაობას. სამწუხაროდ, საქართველოში არცერთი ამ ვაქცინებიდან არ იქნება ხელმისაწვდომი. მდიდარი ქვეყნები დაიწყებენ ორმაგ ვაქცინაციას (გრიპი/კოვიდი) ოქტომბრიდან. ღარიბი ქვეყნები კი გადავლენ შელოცვებზე…. შელოცვების პუნქტების გახსნის დროა… “ - წერს გიორგი ფხაკაძე. Moderna says updated Covid vaccine was effective against highly mutated BA.2.86 variant in trial https://investors.modernatx.com/…/Moderna…/default.aspx https://www.cnbc.com/…/moderna-says-new-covid-vaccine… Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze

  • „3 ძირითადი გაფრთხილება...“

    07/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 15 ივნისს წერდა: „3 ძირითადი გაფრთხილება გაცემული 2021 წლის 15 ივნისი, საფრანგეთი Giorgi Pkhakadze #drpkhakadze საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს ეს ისე ინფორმაციისთვის ბევრი მეკითხება, ამიტომ პირველად ამაზე გეტყვით - ჩემი ვაქცინაციიდან უკვე 24 საათი გავიდა და თავს მშვენივრად ვგრძნობ, მხოლოდ ოდნავ მტკივა ნანემსარი. ინდურ შტამთან, ე.წ. „დელტასთან“ დაკავშირებით - არც თუ კარგი ამბებია. ის კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთში ახალინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა ინფიცირებული. თუ ბრიტანული შტამის გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდა, ინდური შტამი კვირეებსა და დღეებში იპყრობს ევროპას. საქართველოში ინდური შტამი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შემოვიდა. ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობით სეკვენირება ვერ ხდება, რადგან ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. შესაბამისად, ზუსტი იდენტიფიცირება, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული, არ წარმოებს. საუბარია, თითქოს საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტია და, ალბათ, ამ ციფრს ერთი ნული დავუმატოთ. მაისის შუა რიცხვებში წამოვიდა პირველი კვლევები - ბრიტანული შატმის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ეფექტურობა 92%-ია, ინდურის - 79%. „ასტრაზენეკათი“ აცრისას დაცულობა ბრიტანულ შტამთან მიმართებაში აღწევს 73%, ინდურის შემთხვევაში - 60%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. ბრიტანეთში კოვიდით გარდაცვლილთა 30%-ს „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაემართათ ინდური ვირუსი. ინდური შტამი იმდენად ვერაგია, რომ ბრიტანეთმა 4 კვირით გაახანგრძლივა შემზღუდავი ღონისძიებები და ლოკდაუნი ვერ მოხსნეს. ინდური შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული. ცნობისათვის, ბრიტანეთის მოზრდილი მოისახლეობის 56% „ასტრაზენეკათია“ აცრილი. საქართველოში 2%-იც არაა აცრილი და ყველაფერი გახსნილია. რაზე ვსაუბრობთ?! საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში კიდევ ერთხელ აცრაზე - გუშინ რომ ავიცერი, ვაქცინაციას ატარებდა „წითელი ჯვარი“, მოხალისეები, პენსიაზე გასული მედპერსონალი, რადგან საავადმყოფოებში ადამიანურ რესურსს უფრთხილდებიან. ადგილზე იყო ერთი ექიმი, რომელიც ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში საჭირო ზომებს მიიღებდა. ვაქცინაცია არ არის საშიში, ოღონდ ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს. მათ შორის, უნდა იყოს ელექტრონული ჯანდაცვა, ჩვენთან კი საბუთებს დღესაც ხელით ავსებენ ალბათ, ახლა ფულის კეთების ახალი საშუალება დაიწყება საქართველოში - ვაქცინაციის მასიური პუნქტები უნდა გავაკეთოთო. არ არის საჭირო. საქართველოში უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულებაა, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში 551 მულტიპროფილური საავადმყოფოა რა უნდა გაკეთდეს: 1.არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლი უნდა მოწესრიგდეს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, 2.ვაქცინაციის პროგრამა უნდა განხორციელდეს არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. 3.დატრენინგდეს შესაბამისი პერსონალი. ახალი პუნქტების გახსნა და „ფულის მახეები“ საჭირო არაა. არ დაიღალეთ ამდენი პიარითნუ ფლანგავთ ქვეყნის ბიუჯეტს საქართველოში ვაქცინაციის პროცესში წითელი ჯვრის გამოყენება არ გვჭირდება. გამოვიყენოთ არსებული სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც მრავლადაა. უამრავი დრო, ენერგია და ფინანსები იხარჯება უაზრო გეგმებზე, პროგრამებზე. ჯობდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ფოკუსირებული ყოფილიყო ხარისხის გაუმჯობესებაზე, ტრენინგებზე, ინფექციის კონტროლზე და, რაც მთავარია, მთელი ძალისხმევა ხარისხიანი ვაქცინების შემოტანაზე უნდა ყოფილიყო მიმართული. ექსკლუზივი - მე ვიყავი გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი და ჩემთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ვინოდ პოლი. ის ახლა ინდოეთის მთავრობის მრჩეველია. ვინოდ პოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინდოეთი იწყებს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის წარმოებას. რაც შეეხება საქართველოს, ჩემი მოსაზრება ასეთია - ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და წერტილოვანი, მიზანდასახული ჩაკეტვები. აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს რეკომენდაციები უცვლელია - სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ არავითარი ტესტების და ანალიზების გაკეთება საჭირო არ არის, თუ ამაზე ექიმის მითითება არაა. ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებისას მიყევით ინსტრუქციას. ასევე, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ პირბადე მაინც უნდა ატაროთ. მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ გამომუშავდება მაქსიმალური იმუნიტეტი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინდური შტამისგან მაინც არ ვართ ბოლომდე დაცული და ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ გამოიყენოთ კონდიციონერი, თუ თქვენთან ერთად ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამაინებიც არიან. ოთახები ორპირით გაანიავეთ. ევროპა და აშშ წლის ბოლომდე აიცრება და შემდეგ მთელ მსოფლიოში ვაქცინების აქტიური მიწოდება დაიწყება., 2022 წელი ცოტა რთული იქნება, 2023 წლიდან სიტუაცია დალაგდება. გააკეთეთ სიკეთე, იყავით ყოველთვის კარგ ხასიათზე. ვიყოთ რეალისტები, სიმართლეს თვალებში ვუყუროთ. მოუსმინეთ ყველას, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს დაუჯერეთ. მე ვაქცინა გავიკეთე, რადგან ვთვლი, რომ ეს ჩემთვის საჭიროა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ვაქცინის გაკეთება, მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც საჭიროდ თვლით. ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალურიც. თუ თვლით, რომ თქვენთვის ვაქცინაცია ცუდია და მაინც აიცრებით, ფსიქოლოგიურად ეს უფრო გავნებთ. თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა თანხვედრაში უნდა იყოს და თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ვისაც გაქვთ საშუალება, წადით სოფელში და იყავით სუფთა ჰაერზე. ჩვენ ამ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს, რადგან ქვეყნები არიან ეგოცენტრულები, მარტო თავის თავზე და ფულზე ფიქრობენ. იმის ნაცვლად, რომ მიღებული ყოფილიყო გლობალური გადაწყვეტილება - ყველასათვის ხელმისწავდომი ვაქცინა ყველგან ერთდროულად. ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 56% ერთხელ მაინც არის აცრილი, აფრიკაში კი 1%-იც არა. რა ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ?! როცა ვაქცინაციის სიავკარგეზე ვსაუბრობთ, დავფიქრდეთ, მდიდარი ქვეყნები აცრილია, ღარიბები - არა. ანუ ვაქცინაცია საჭიროა. მე ყოველთვის მოგაწვდით ახალ, რეალურ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი. ვიყოთ ინფორმირებული. ჩემი რჩევებით ერთი ადამიანი მაინც თუ გადავარჩინე, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი. მოუფრთხილდით თავს, დაიცავით წესები, ყველაფერი კარგად იქნება! Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze

  • რას ნიშნავს და რატომაა საერთაშორისო აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელი

    07/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil საქართველოში, 286 სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაშია ჩართული, საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად ემზადება, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, მსოფლიო დონის სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს. განსაზღვრულია პირობები და ვადა 2025 წლის პირველი იანვარია. რას გულისხმობს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება, რატომაა ეს მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობისთვის და ზოგადად, რა უნდა ვიცოდეთ კლინიკების აკრედიტაციაზე? - „ვერსია“ პროფესორს, მედიცინის დოქტორს, „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელს საქართველოში, გიორგი ფხაკაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა. - ბატონო გიორგი, თქვენ აკრედიტაციის ერთ-ერთ ორგანიზაციას - „აკრედიტაცია საქართველოს“ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანაში. რას ნიშნავს საერთაშორისო აკრედიტაცია კლინიკებისთვის და რას შეცვლის ეს ჩვენს ქვეყანაში? - დავიწყოთ იმით, რომ აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა. ISO-ს საერთაშორიშო სერტიფიკაცია საქართველოში უკვე ცნობილია, ბევრი ქარხანა და წარმოებაა აკრედიტებული ISO-ს მიერ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ინდოეთში საპირფარეშოები ISO-ს მიერაა სერტიფიცირებული. ამიტომ, ზოგჯერ მეცინება ხოლმე, ზოგი კომპანია ისე ამაყობს ამ სტანდარტით, მაგრამ როცა ვსაუბრობთ აკრედიტაციაზე, ეს სულ სხვა პროცესია და ეს არ არის სტანდარტიზაცია. თუ ISO იმას უყურებს, დოკუმენტაცია არის თუ არა მოწესრიგებული, აკრედიტაცია, ამასთან ერთად, აკონტროლებს იმას, რომ პროცესები უნდა იყოს დალაგებული. მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა. 1958 წელს, მეორე ასეთი ორგანიზაცია - „აკრედიტაცია კანადა“ ჩამოყალიბდა ანუ, პრაქტიკულად, ყველაზე ძველი ორგანიზაციები მსოფლიოში ეს ორია. აშშ-ში, საავადმყოფოების უმრავლესობა აკრედიტებულია Joint Commission-ის მიერ, ხოლო კანადაში - „აკრედიტაცია კანადას“ მიერ. შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა აშშ-სა და კანადაში, აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თუ ვინმეს უნდოდა, მიეღო ერთი დოლარიც კი ფედერალური მთავრობისგან, მაშინ უნდა ჰქონოდა Joint Commission-ის აკრედიტაცია. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საავადმყოფო აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ასე დაიწყო აკრედიტაციის მეშვეობით საავადმყოფოებსა და სახელმწიფოებთან ურთიერთობები. კანადაშიც აბსოლუტურად იგივე კონცეფციაა, რომელიც შემდეგ გადაიღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა. 90-იან წლებში, ამ ორმა ორგანიზაციამ დაიწყო საერთაშორისო დონეზე მუშაობა. ასე ჩამოყალიბდა Joint Commission International - JCI და „კანადა აკრედიტაცია“ დარჩა ამ სახელწოდებით, მათთან ერთად ათეულობით ორგანიზაცია შეიქმნა, რადგან აკრედიტაციაც დიდი მოთხოვნა იყო. შესაბამისად, 90-იან წლებში, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაცია ჟენევაში, რომელიც არის აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციების აკრედიტატორია. პარალელურად, მაგალითად, საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა საერთაშორისო სტანდარტებზე, რადგან ჰქონოდა საკუთარი, ეროვნული და ერთის გარდა, ყველა საავადმყოფო საფრანგეთში, აკრედიტაციის მიმნიჭებელი ეროვნული ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული. ორგანო რომ ჩაითვალოს საერთაშორისოდ, თავად უნდა იყოს აკრედიტირებული და მისი სტანდარტები უნდა იყოს საერთაშორისო დონის. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ორგანიზაციაა, რომლებიც არ არიან აკრედიტირებულნი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს იგივეა, მე და თქვენ რომ ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია და ვთქვათ, რომ საერთაშორისოა. მეორე საკითხია სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც, საავადმყოფოებში პროცესები უნდა იყოს საერთაშორისო დონის შესაბამისი... - ბატონო გიორგი, რა ვითარებაა საქართველოში, კლინკების აკრედიტაციის კუთხით?.. - საქართველოს ჯანდაცვის სფეროში რევოლუციური რამ მოხდა შარშან, როცა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წინასაახალწლოდ თქვა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოში ყველა კლინიკა გაივლის საერთაშორისო აკრედიტაციას. იანვარშივე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგინდა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც სურს, მიიღოს სახელმწიფოსგან დაფინანსება, უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს არის კარგი პრაქტიკა ანუ პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული იყო ექვსი ორგანიზაცია, რომელთაც შეუძლიათ, აკრედიტაცია ჩაუტარონ კლინიკებს საქართველოში, მაგრამ იმ ექვსიდან, მხოლოდ ოთხია საერთაშორისო, ხოლო ორი მათგანი რატომ მოხვდა იმ სიაში, ვერ მივხვდი, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, სადაც მითითებულია, რომ ორგანიზაცია უნდა იყოს საერთაშორისო და აუცილებლად აკრედიტირებული. საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო აკრედიტაციაზე მუშაობა. ფლაგმანი იყო „მედიქლაბი“, რომელმაც პირველმა მიიღო Joint Commission International-ის აკრედიტაცია. როგორც იცით, ჟენევაში ვმუშაობ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ რადგანაც დავინახე, რომ აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, ჩავრთულიყავი ამ პროცესში. ამ მიზნით, დავუკავშირდი ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას მსოფლიოში, „აკრედიტაცია კანადას“, რომლის აკრედიტაცია გავლილი აქვს 15 000-მდე სამედიცინო დაწესებულებას მსოფლიოში. ჩემი მიზანი იყო, საქართველოში სისტემა დანერგილიყო და ჩამოგვეყალიბებინა ოფისი, რაც ადგილობრივი, ქართველი სპეციალისტების გაზრდაშიც დაგვეხმარებოდა, ასევე ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ჩაგვეტარებინა საერთაშორისო დონის ტრენინგები, რაც რთული პროცესი იყო, თუმცა შევძელით და დღეს, „აკრედიტაცია კანადას“ ოფისი საქართველოშია, სადაც ვმუშაობთ 12-კაციანი გუნდი. იანვრიდან დავიწყეთ ტრენინგები საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ახლა, საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების დამნერგავი, ძლიერი გუნდი. საქართველოში, 14 სამედიცინო დაწესებულებასთან ინტენსიურად დავიწყეთ აკრედიტაციის პროცესი, ჩვენი მრჩევლები შედიან სამედიცინო დაწესებულებებში და საავადმყოფოსთან ერთად გადიან ყველა საკითხს, რაც ეხება საერთაშორისო აკრედიტაციას. რთულია ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, როცა ამის გამოცდილება არ გვქონია. დავარწმუნე კანადელები, რომ ამ მეთოდით წავსულიყავით საქართველოში, რათა მრჩევლების ძირითადი გუნდი ყოფილიყო ქართველების და არა - უცხოელების. ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი ერთიდან სამ წლამდე გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნით, აკრედიტაციის პროცესში, ამ წლის ბოლომდე, ყველა საავადმყოფომ, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვაში, უნდა წარადგინოს კონტრაქტი, ხელშეკრულება, რომ მათ დაიწყეს ეს პროცესი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. თუ არ წარადგენენ, იანვრიდან შეუწყდებათ საყოველთაო დაფინანსება. თუ 2025 წლის პირველი იანვრისთვის, საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია, ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას. შესაბამისად, ვინაიდან ეს პროცესი რთულია, გადავწყვიტეთ, ეს მეთოდი აგვერჩია - 12 მრჩეველი, ყოველ კვირა, სამი საათის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში მიდის და ადგილზე უხსნის, უმეორებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს აკრედიტაციის შესახებ. - ბატონო გიორგი, კლინიკები აკრედიტაციის მიმნიჭებელ ორგანიზაციებს უხდიან საფასურს, არა? - ეს მომსახურება არის ფასიანი და საავადმყოფიები იხდიან ამ საფასურს. ჩემი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, შეუძლებელი შევძელი და საქართველოში „აკრედიტაცია კანადას“ მომსახურების ფასი ძალიან დაბალია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით... ჩვენ ჩავდეთ რესურსი, ენერგია და ინვესტიცია ქართველ ექსპერტებში, რომლებიც ჩვენი ეროვნული საგანძურია. ქართველ ექსპერტებს არ ექნებათ უფლება, ჩაუტარონ ექსპერტიზა ქართულ საავადმყოფოებს, რადგან ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ისინი იქნებიან შემფასებლები სხვა ქვეყნებში. ეს ექსპერტები დაეხმარებიან ქართულ საავადმყოფოებს, რომ გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია. - მას შემდეგ, რაც გაივლიან აკრედიტაციას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მომსახურების ფასს გაზრდიან ქართული საავადმყოფოები? - სტანდარტების ჩამოყალიბება და ხარისხის ამაღლება, საბოლოო ჯამში, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ფასს დაწევს. არ ვაჭარბებ და ფაქტია, რომ საქართველოში, ხუთ სხვადასხვა საავადმყოფოში რომ მიხვიდეთ ტესტის ჩასატარებლად, მიიღებთ ხუთ განსხვავებულ პასუხს-დიაგნოზს ანუ რეალურად, გგონიათ, რომ იაფად იღებთ, მაგრამ სინამდვილეში, ძვირი გიჯდებათ ეს სერვისი, რადგან ერთის ნაცვლად, ხუთ ექიმთან მიდიხართ იმიტომ, რომ ხარისხია დაბალი. როცა საავადმყოფო აკრედიტირებულია, ე.ი. იქ ხარისხის თემა დალაგებულია და სხვა საავადმყოფოში წასვლის საჭიროება აღარაა, რადგან სრულ მომსახურებას იღებ და უფრო იაფი გიჯდება. შეიძლება, საავდმყოფომ თქვას, რომ ინვესტიცია ჩავდე, რათა ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოო და ამიტომ ერთეულის ფასმა აიწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურების მიღება უფრო იაფი გამოდის. მაგალითად, „აკრედიტაცია კანადა“ არ ითხოვს ინფრასტრუქტურის შეცვლას სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ, ვუყურებთ პროცესების დალაგებას - არსებულ ფიზიკურ გარემოში, როგორ შეიძლება პროცესები ისე დალაგდეს, რომ პაციენტისთვის უსაფრთხო იყოს... ავტორი-თათია გოჩაძე Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze წყარო: https://versia.ge/index.php/sazogadoeba/63-jandacva/8079-2023-09-06-16-46-17?fbclid=IwAR1hRmdqvMBxC_2quj3ruG5I0R6wOIQIJGxGN4wHWawOU34U0oBkMPCdyFA

  • აგრესიული კიბოს უჯრედები მეცნიერებმა ჯანმრთელ უჯრედებად გარდაქმნეს

    06/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil ბავშვის კიბოს განსაკუთრებით აგრესიული ფორმას, რომელიც კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება, მალე შეიძლება სამკურნალო საშუალება გამოუჩნდეს. მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს რაბდომიოსარკომის უჯრედების ნორმალურ, ჯანსაღ კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა. ეს მიღწევა შეიძლება ამ სასტიკი დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ადამიანის სხვა ტიპის კიბოების მკურნალობაში. „უჯრედები ფაქტობრივად კუნთებად გადაიქცა. სიმსივნემ კიბოს ყველა მახასიათებელი დაკარგა“, — ამბობს ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგი კრისტოფერ ვაკოჩი. კიბო მონოლითური რამ არ არის. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში უჯრედები მუტაციას განიცდის. რაბდომიოსარკომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება. როგორც წესი, იწყება ჩონჩხის კუნთში, როდესაც მისი უჯრედები მუტაციას განიცდის, იწყებენ გამრავლებას და მთელ სხეულს ედებიან. რაბდომიოსარკომა აგრესიულია და ხშირად, მომაკვდინებელიც; შუალედური რისკის ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებლები 50-დან 70 პროცენტამდე მერყეობს. მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტს, რომელიც იმედისმომცემი აღმოჩნდა, დიფერენციაციის თერაპია ეწოდება. ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ლეიკემიის უჯრედები სრულად მომწიფებული არ არის, ისეთი არადიფერენცირებული ღეროვანი უჯრედების მსგავსად, რომლებიც ჯერ სრულად არ არიან ჩამოყალიბებული რომელიმე კონკრეტული ტიპის უჯრედებად. დიფერენციაციის თერაპია ამ უჯრედებს განვითარების გაგრძელებას და კონკრეტული ტიპის მომწიფებულ უჯრედებად დიფერენცირებას აიძულებს. წინა კვლევაში, ვაკოჩმა და მისმა ჯგუფმა ეფექტიანად უკუაქციეს კიბოს უჯრედების მუტაცია, რომელიც იუინგის სარკომაში გაჩნდა — ბავშვის კიდევ ერთ კიბოში, რომელიც ძირითადად ძვლებში ჩნდება. მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა იგივე წარმატების გამეორება რაბდომიოსარკომის შემთხვევაშიც, რადგან მიიჩნეოდა, რომ დიფერენციაციის თერაპია ამ დაავადებისგან ათწლეულობით იყო დაშორებული. გენეტიკური სკანირების მეთოდით სცადეს იმ გენების გამოვლენა, რომლებიც შეიძლება რაბდომიოსარკომის გენებს კუნთოვან უჯრედებად გადაქცევას აიძულებდა. პასუხს მიაგნეს ცილაში, რომელსაც ბირთვული ტრანსკრიფციის ფაქტორი Y ეწოდება (NF-Y). რაბდომიოსარკომის უჯრედები წარმოქმნიან ცილას, სახელად PAX3–FOXO1, რომელიც კიბის გამრავლებას იწვევს და სწორედ ამ ცილაზეა დამოკიდებული კიბო. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცილა NF-Y-ის გათიშვა ააქტიურებს ცილა PAX3–FOXO1-ს, რაც თავის მხრივ, უჯრედებს აიძულებს განვითარდნენ და დიფერენცირდნენ მომწიფებულ კუნთოვან უჯრედებად, კიბოს აქტივობის ნიშების გარეშე. მკვლევართა განცხადებით, ეს საკვანძო ნაბიჯია რაბდომიოსარკომის დიფერენციაციის თერაპიის შესაქმნელად და შეიძლება დააჩქაროს ის დრო, რომელიც ასეთი მკურნალობის შესაქმნელად არის საჭირო. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი მეთოდი, რომელიც სარკომის ორ სხვადასხვა ტიპზე გამოცადეს, სარკომის და კიბის სხვა ტიპებზეც შეიძლება გამოიყენონ, რადგან ის მეცნიერებს იმ ხელსაწყოებს აძლევს, რომლებიც იმის საპოვნელად არის საჭირო, თუ როგორ გამოიწვიონ კიბოს უჯრედების დიფერენცირება. „ყოველ წარმატებულ მედიკამენტს თავისი ისტორია აქვს. ასეთი კვლევები ის ნიადაგია, რომელშიც ახალი წამლები იბადება“, — ამბობს ვაკოჩი. კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია cshl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით. Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze წყარო: https://1tv.ge/news/agresiuli-kibos-ujredebi-mecnierebma-janmrtel-ujredebad-gardaqmnes-1tvmecniereba/?fbclid=IwAR3FrAgLETS58eq-iCk7b-BFfTuxr3SZj6_LYvY8Q6feINwD5CVpuXOS590

  • „ესპანეთი: ერთ კვირაში Covid-ის შემთხვევები 70%-ით გაიზარდა“

    06/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს: „ესპანეთი: ერთ კვირაში Covid-ის შემთხვევები 70%-ით გაიზარდა Covid-19-ის სიხშირე ესპანეთში პირველადი ჯანდაცვის განყოფილებაში არის 130,2 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. 69,53 პროცენტით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით, როდესაც დაფიქსირდა 76,8 შემთხვევა“ Spain: Covid cases up by 70% in one week. The incidence rate of Covid-19 in Primary Care in Spain is 130.2 cases per 100,000 inhabitants. It has increased by 69.53 percent compared to the previous week, when there were 76.8 cases https://t.co/WOzOjZD1if Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze

  • „მიმდინარე წელს 165 მილიონი ინფექცია დაფიქსირდა...“

    06/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს: „აშშ (30/08/2023) 1.69% (59 ადამიანიდან 1) ინფექციურია დღიურად 800 000 ახალი COVID-19 შემთხვევა გამომწვევია 40,000-160,000 #LongCOVID გრძელი კოვიდის შემთხვევა დღეში“ COVID-19 Tracker, Aug 30, 2023. U.S. #wastewater levels are higher than during the majority (63.1%) of the pandemic: 1.69% (1 in 59 people) are infectious 800,000 new daily COVID-19 cases Causing 40-160K #LongCOVID cases per day https://threadreaderapp.com/thread/1697669766096232791.html Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze

  • „ამჟამად მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს - „რა ვიცი, საქართველოში კოვიდი არ არის და…“

    06/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს: „რა ვიცი, საქართველოში კოვიდი არ არის და… ჯილ ბაიდენს Covid-19-ზე დადებითი ტესტი აქვს „დღეს საღამოს აშშ-ს პირველ ლედის COVID-19-ზე დადებითი ტესტირება დაუდასტურდა. ამჟამად მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს. ”ის დარჩება მათ სახლში, რეჰობოთ ბიჩში, დელავერში.” https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10162140043415579&id=529920578 ჯილ ბაიდენს Covid-19-ზე დადებითი ტესტი აქვს „დღეს საღამოს აშშ-ს პირველ ლედის COVID-19-ზე დადებითი ტესტირება დაუდასტურდა. ამჟამად მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს. ”ის დარჩება მათ სახლში, რეჰობოთ ბიჩში, დელავერში.” Jill Biden tests positive for Covid-19 “This evening, the First Lady tested positive for COVID-19. He is currently experiencing only mild symptoms. “He will be staying at their home in Rehoboth Beach, Delaware,” https://t.co/j62Tki6LY0 Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze

  • „შეუძლებელი შევძელი“ - გიორგი ფხაკაძე

    06/09/2023 ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ შეუძლებელი შეძლო. „შეუძლებელი შევძელი - გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze#accreditationgeGiorgi PkhakadzeAccreditation Canada representative office in Georgiaგაზეთი „ვერსია“ Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze

bottom of page