top of page

საქართველო არის ამ ოთხეულში - აკრედიტაცია კანადას მხოლოდ 4 წარმომადგენლობა აქვს ევროპაში

Updated: May 29, 2023

27/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


აკრედიტაცია კანადას მხოლოდ 4 წარმომადგენლობა აქვს ევროპაში და საქართველო არის ამ ოთხეულში.


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ეს არის უდიდესი წარმატება საქართველოსთვის.


„აკრედიტაცია კანადას მხოლოდ 4 წარმომადგენლობა აქვს ევროპაში და საქართველო არის ამ ოთხეულში. ეს არის უდიდესი წარმატება საქართველოსთვის. აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе







1,711 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page