ASF accreditation.jpeg

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲬᲔᲡᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲙᲠᲔᲓᲘᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲐ

სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ინიციატივა არის პირველი, დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი აკრედიტაციის სისტემა სამედიცინო დაწესებულებებისთვის საქართველოში. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც ფრანგული ორგანიზაციის - „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ - მიერ არის მხარდაჭერილი.

  

ინიციატივის პრინციპებია: 

გამჭვირვალობა 

ხელმისაწვდომობა 

უსაფრთხოება 

  

საქართველოში ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს პრეტენზია მაღალ ხარისხზე, აწვდის უმაღლესი ხარისხის  მომსახურებას და პაციენტებისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო, შეუძლია გაიაროს და მიიღოს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია. აღნიშნული სტანდარტი ( "აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ვერსია GEO2021.1) წარმოადგენს მინიმალურ სტანდარტს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებისთვის. 

  

პროცესი 3-ეტაპიანია,  საკმაოდ მარტივი და გამჭვირვალეა: 

 

1. განაცხადის და კითხვარის შევსება (თანდართულია) 

2. გასაუბრება და დაწესებულებაში ვიზიტი (ვირტუალური/პირდაპირ ფორმატში) 

3. დასკვნის საჯარო გამოქვეყნება და აკრედიტაციის 2-წლიანი ვადის მინიჭება (100-ქულიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში)  

  

მთელი პროცესი არის ნებაყოფლობითი და უფასო 

აკრედიტაციის კრიტერიუმები არის დაყოფილი 5 თავად. ყველა კითხვაზე უნდა იქნას გაცემული პასუხი:

1.კი; 2.არა; 3.კითხვარი მომზადების სტადიაშია.

ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს თითოეულ პუნქტზე დამადასტურებელი საბუთი.

ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ქართული სააკრედიტაციო მინიმალური სტანდარტი (ვერსია GEO2021.1)

1. უწყვეტი სამედიცინო განათლება (ჯამური 30 ქულა) 

1.1. 50 საათი წელიწადში - ექიმებისთვის (10 ქულა) 

1.2. 25 საათი წელიწადში - ექთნებისთვის (10 ქულა)  

1.3. ბოლო 2 წელიწადში 1 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში ან საერთაშორისო კონფერენციაზე/სემინარზე (5 ქულა)

1.4. ბოლო 2 წელიწადში 2 სამეცნიერო სტატია ქართულ სამედიცინო ჟურნალში ან კონფერენციაზე/სემინარზე საქართველოში (5 ქულა)

2. სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი (ჯამური 20 ქულა) 

2.1. ყველა სამედიცინო აპარატურას ჩაუტარდა კალიბრაცია მწარმოებლის მიერ დადგენილი წესით (5 ქულა)

2.2. სამედიცინო აპარატურის სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, რეაგენტები აპარატურის მწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული (5 ქულა)

2.3. სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის ანალიზების ელექტრონული მართვა (5 ქულა)

2.4. ჰაერის სავენტილაციო სისტემების არსებობა (5 ქულა) 

 

3. ინფექციის კონტროლი (ჯამური 25 ქულა) 

3.1. ინფექციის კონტროლის სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები  განხორციელებულია (5 ქულა)

3.2. დაწესებულების სანიტარიული სამსახურის სისტემა ფუნქციონირებს გეგმის მიხედვით (10 ქულა)

3.3. პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისათვის სამრეცხაოსა და კვების სტანდარტები შემუშავებულია და კონტროლდება (10 ქულა)

 

4. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება (ჯამური 25 ქულა) 

4.1. დანერგილია პაციენტის დოკუმენტაციის ელექტრონული მართვის სისტემა (5 ქულა)

4.2. პაციენტთა კმაყოფილების/უკმაყოფილების გამოკითხვის ანგარიში გასაჯაროებულია და გადადგმულია შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები (5 ქულა)

4.3. დაწესებულების წლიურ ანგარიში (დასახელება, მისამართი, სერვისების ჩამონათვალი, სპეციალისტების/ექიმების ჩამონათვალი, მმართველი გუნდის/საბჭოს ჩამონათვალი, მფლობელების ჩამონათვალი, საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში (10 ქულა)

4.4. ექიმების სახელმწიფო სერთიფიკატების გადამოწმება. ბოლო 2 წელიწადში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი თუ განხილულა სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტური ორგანოს მიერ (5 ქულა) 

5. ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება (ჯამური 20 ქულა)

5.1. დაწესებულება ხელმისაწვდომია შშმ პირებისთვის (10 ქულა)

5.2. თამბაქოს კონტროლის რეგულაციები დანერგილია (5 ქულა)

5.3. სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია (5 ქულა)

6.  სააკრედიტაციო აუდიტი"Accréditation Sans Frontières" მიერ (ჯამური 30 ქულა)

ადგილზე ჩატარებული აუდიტის შეფასების ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს ხელმძღვანელობის, პერსონალისა და პაციენტების ინტერვიუებს, შენობისა და აღჭურვილობის შემოწმებას, დოკუმენტაციის მიმოხილვას, სამედიცინო დოკუმენტაციის, დამხმარე სამსახურების (როგორიცაა, ლაბორატორიული, სასტერილიზაციო და სააფთიაქო განყოფილებები) შემოწმებასა და პაციენტის მომსახურებაზე დაკვირვებას.

გისურვებთ წარმატებებს!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@accreditation.ge

თუ თქვენი ორგანიზაცია აპირებს, გაიაროს აკრედიტაცია

 

“საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში, ჩვენ ამ პროცესში დაგეხმარებით.

პროცესი საკმაოდ მარტივია, თქვენ უნდა გამოაგზანოთ წერილი info@accreditation.ge და მიუთითოთ:

  • დაწესებულების დასახელება

  • დაწესებულების ტიპი (საავადმყოფო, ამბულატორიული კლინიკა, დიაგნოსტიკური კლინიკა, ესტეტიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა)

  • დაწესებულების მისამართი

  • საკონტაქტო ტელეფონი

  • საკონტაქტო მეილი

  • დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი

  • თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდი ან/და ფეისბუქგვერდი

პროცესი არის:

  • ნებაყოფლობითი

  • გამჭვირვალე

  • მარტივი

  • სწრაფი

  • უფასო

აკრედიტაცია გაიცემა ფრანგული ორგანიზაციის "Accréditation Sans Frontières" მიერ.

აკრედიტაციის პროცესი

  1. განაცხადის გაკეთება (წერილის გამოგზავნა info@accreditation.ge);

  2. კონტრაქტის ხელმოცერა ფრანგულ ორგნიზაციასთან :“Accréditation Sans Frontières” (ASF);

  3. შეხვედრა დაწესებულების ხელმძვანელობასთან (ონლაინ რეჯიმში)

  4. სამოქმედო გეგმის შედგენა/შეჯერება;

  5. შეხვედრა დაწესებულების ყველა თანამშრომელთან (ონლინ რეჯიმში);

  6. დაწესებულების ონლინ შეფასების განთავსება ონლან პლათფორმაზე: https://poll.app.do/accreditation-ge

  7. სოციალურ ქსელში აქტიოებები (ლივი, ფასებუკ პოსტები, შეფასების გაზიარება);

  8. “Accréditation Sans Frontières”-ის სააკრედიტაციო აუდიტის კვლევის კითხვარის გაზიარება „ორგანიზაციისთვის“;

  9. “Accréditation Sans Frontières”-ი „ორგანიზაციას“ დაეხმარება ASF-ის სააკრედიტაციო აუდიტის კვლევის კითხვარისა და შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შევსებაში; 

  10. “Accréditation Sans Frontières”-ი „ორგანიზაციას“ დაეხმარება ASF-ის სააკრედიტაციო აუდიტის კვლევის კითხვარისა და შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენაში;

  11. სამედიცინო დაწესებულების მონახულება დაიგეგმება სააკრედიტაციო აუდიტის კვლევის კითხვარის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

  12. სამედიცინო დაწესებულების მოინახულებენ (1-2 სამუშაო დღე) ASF-ი ან ASF-ის პარტნიორი  ორგანიზაციების თანამშრომლები; იმ შემთხვევაში, თუ ASF-ის პერსონალის წევრები ვერ შეძლებენ პირადად დასწრებას, ორგანიზებული იქნება ვირტუალური/ონლაინ დასწრება;

  13. თუ სამედიცინო დაწესებულების მონახულება არ იქნება დამაკმაყოფილებელი (ინფორმაციის, წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ბევრი საკითხის არარსებობის გამო და ა.შ.), შემდეგი ვიზიტი დაიგეგმება ASF-ის პერსონალის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით (20 სამუშაო დღის განმავლობაში ). შეფასების ანგარიშის პროექტი „ორგანიზაციას“ წარედგინება კომენტირებისთვის/ინფორმაციის შეტანისთვის (10 სამუშაო დღის განმავლობაში);

  14. ASF-ი „ორგანიზაციას“ წარუდგენს დასკვნებისა და რეკომენდაციების საბოლოო ანგარიშს საბოლოო კომენტირებისთვის/ინფორმაციის შეტანისთვის (10 სამუშაო დღის განმავლობაში). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ASF-ი კითხვარის შედეგებს ჩვენს ვებ-გვერდებზე [www.accreditaiton.ge-სა და www.france-asf.fr-ზე] გამოაქვეყნებს, მაგრამ არ გაასაჯაროებს თანდართულ დოკუმენტებს. ყველა დოკუმენტი იქნება კონფიდენციალური და განადგურდება თქვენი აკრედიტაციის პროცესის წარმატებით ან წარუმატებლად დასრულებიდან 3 წლის შემდეგ;

  15. თუ „ორგანიზაცია“ სააკრედიტაციო კვლევის კითხვარის მინიმალურ მოთხოვნას (80 ქულას) გადალახავს, ​​ASF-ი მას მიანიჭებს ASF Accreditation-ს „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის“ ფარგლებში, 2 (ორი) წლის მოქმედების ვადით (30 სამუშაო დღის განმავლობაში). ამ ინფორმაციას ASF-ი შეხედულებისამებრ განათავსებს/გამოაქვეყნებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის, ვებსაიტებზე (www.accreditation.ge, www.france-asf.fr), Facebook-ზე, Instagram-ზე, Twitter-ზე და ა.შ..

  16. ASF-ის აკრედიტაციის სერტიფიკატის მინიჭების თარიღიდან ორი (2) წლის განმავლობაში, ASF-ი განახორციელებს ერთ დაგეგმილ (ორგანიზაციას უნდა ეცნობოს ვიზიტამდე 30 დღით ადრე) და ერთ დაუგეგმავ ვიზიტს (ორგანიზაციას უნდა ეცნობოს ვიზიტამდე 30 წუთით ადრე). ASF-ი გამოკითხვას ჩაატარებს ASF-ის არსებული დოკუმენტების საფუძველზე. თუ „ორგანიზაცია“ ASF-ის კვლევის საბოლოო შედეგისთვის განსაზღვრულ დროსთან შედარებით უფრო ნაკლებ ქულას შეაგროვებს, ქულის გასაუმჯობესებლად განისაზღვრება 2 თვის ვადა. თუ ქულა არ გაუმჯობესდება, განახლებული მონაცემი გამოქვეყნდება ASF-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე. თუ  „ორგანიზაცია“ 80-ზე ნაკლებ ქულას მიიღებს და ვერ შეძლებს რეიტინგის გაუმჯობესებას, ASF Accreditation გაუქმდება, ხოლო „ორგანიზაციას“ შეუძლია განაცხადი ხელახლა წარადგინოს 6 თვის შემდეგ. 

 

აკრედიტაციის პროცესში, ASF-ის შესაბამისი პერსონალი/ექსპერტები ან პარტნიორი ორგანიზაციების ექსპერტები შეძლებენ თქვენს დახმარებას ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. ყველა ოფიციალური კომუნიკაცია შესრულდება ჩვენი ოფიციალური ელ.ფოსტის საშუალებით [info@accreditation.ge]. თუ თქვენს “ორგანიზაციას” მიენიჭება ASF-ის აკრედიტაცია, მას შეუძლია გამოიყენოს ASF-ისა და „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის“ ლოგო და სერთიფიკატი ყველა სოციალურ (როგორიცაა, სარეკლამო მედია/ბეჭდვითი/ონლაინ კამპანიები) ქსელში. ამ პროცესში ოფიციალური საკომუნიკაციო ენებია ქართული და ინგლისური.

თქვენს პროექტს დაენიშნება გუნდის ხელმძღვანელი. „ორგანიზაცია“ იმუშავებს გუნდის ხელმძღვანელთან ერთად კონკრეტული საორგანიზაციო პროცესებისა და ფუნქციების შესარჩევად, რომლებიც შეფასდება „Accréditation Sans Frontières“-ის (ASF) აკრედიტაციის სტანდარტების GEO2021.1 ვერსიის ქართული გამოცემის აკრედიტაციის სახელმძღვანელოდან მიღებული ASF-ის სტანდარტებით. ASF-ის ექსპერტი თქვენი „ორგანიზაციის“ დანიშნულ წარმომადგენელს დღის წესრიგის თაობაზე დაუკავშირდება და კოორდინაციას გაუწევს ყველა ლოჯისტიკურ საკითხთან დაკავშირებით. კონსულტაციის დროს გუნდის ხელმძღვანელი, ასევე განსაზღვრავს „ორგანიზაციის“ როლსა და პასუხისმგებლობებს თქვენი „ორგანიზაციის“ მაქსიმალური სარგებლით უზრუნველყოფისთვის.

ხარისხი უმთავრესია! Qualité d’Abord! Quality first!