top of page

საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე (ASF) და
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG)
ალაინსი:

 

საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა არის ფრანგული ორგანიზაციის - აკრედიტაცია საზღვრების გარეშე (Accréditation Sans Frontières [ASF]- დაარსებული პარიზში) და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ([PHIG] - დაარსებული თბილისში) ერთობლივი ინიციატივა. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ერთადერთ დამოუკიდებელ ორგანიზაციას საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია პროფესორ გიორგი ფხაკაძის მიერ. გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, სრული პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის ხელმძღვანელი.

საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის სტანდარტები და პროფესიული ნორმები შემუშავდა მსოფლიოს წამყვან და ქართველ ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად. აღნიშნული ექსპერტების მოღვაწეობის სფერო მოიცავს პროვაიდერებს, მზღვეველებს და დამსაქმებლებს, რომლებიც მოწოდებული არიან დაამკვიდრონ  ჯანდაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკა, ეხმარებიან სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებს ხარისხის და პაციენტთა კმაყოფილების შენარჩუნებაში, საქმიანობის გამჭვირვალობასა და მყარი ბიზნესმოდელის დანერგვაში.     

 

საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის ამოცანაა სამედიცინო დაწესებულებებს გაუზიაროს საერთაშორისო პროფესიული ნორმები და დაადგინოს მათთვის შესაბამისი სტანდარტები. ძირითადი ფოკუსირება ხდება უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე, პაციენტთა კმაყოფილებასა და მყარ ბიზნეს პრაქტიკის დანერგვაზე. ჩვენ წარვუდგენთ პარტნიორებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ამოცანებს.

 

ზემოაღნიშნული ინიციატივის მიზანია სამედიცინო სერვისების მომწოდებლებს დაეხმაროს აკრედიტაციის პროცესში, ეფექტურად და ქმედითად გააუმჯობესოს არა მხოლოდ სამედიცინო შემთხვევების კლინიკური გამოსავალი და პაციენტთა კმაყოფილება.

საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის პროგრამა ავსებს დღეისთვის არსებულ ეროვნულ რეგულაციებს და საერთაშორისო კლინიკური აკრედიტაციის პროგრამებს. პროგრამის ფოკუსირება ხდება ხარისხსა და პაციენტთა უსაფრთხოების ასპექტებზე და მოიცავს მთლიან ორგანიზაციას - პაციენტის კმაყოფილებას, მყარ ბიზნეს პროცესს და პაციენტზე ორიენტირებულ კლინიკურ პროცესებს. ჩვენი მრჩეველთა საბჭო შედგება ჯანდაცვის ინდუსტრიით დაინტერესებული მხარეებისგან გლობალური და ეროვნული მასშტაბით და მოიცავს წარმომადგენლებს წამყვანი ჰოსპიტალებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტების ფართო სპექტრს.

„Accréditation Sans Frontières“ („აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“) (ASF) პარიზში დაარსებული,  საერთაშორისო, არაკომერციული, დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურებების აკრედიტაციის სტანდარტების უზრუნველყოფას განვითარებადი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზარზე და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში. ASF-ის საქმიანობა ეფუძნება სამედიცინო ეთიკის, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და ნეიტრალიტეტის პრინციპებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დახვეწის, პაციენტთა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ობიექტების გაუმჯობესებული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხედვა:

ჯანდაცვის აკრედიტაციის სტანდარტების დამკვიდრება, რომლებიც, ევროპული ჯანდაცვის სისტემების შესაბამისად, ეფუძნება განვითარებადი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის, პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პაციენტების უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკას; ASF-ის აკრედიტირებული ორგანიზაციებისთვის პაციენტზე მეთვალყურეობის ყველა ასპექტში მაღალი ხარისხის მიღწევა კარგი მმართველობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს სამკურნალო მომსახურებისა და გამოცდილების მაქსიმალურად მაღალ დონეს.

ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, გვსურს, „Accréditation Sans Frontières“-ის (ASF) აკრედიტირებული ჯანდაცვის ობიექტები იყოს:

 

პაციენტების მიერ შერჩეული და რეკომენდებული უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;

ექიმების მიერ შერჩეული და რეკომენდებული ხარისხიანი მუშაობის, პაციენტის მომსახურებისა და მათი პირადი პროფესიული განვითარებისათვის ხელსაყრელობის გათვალისწინებით;

მოსახლეობის მიერ შერჩეული და რეკომენდებული ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის რენტაბელური, ხელმისაწვდომი და ანგარიშვალდებული სისტემის დანერგვის თვალსაზრისით.

 

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ მისია:

მსოფლიოში ყველა ადამიანს აქვს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება. ჯანდაცვის ობიექტების დამოუკიდებელი აკრედიტაცია ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს, თუმცა ადამიანის დასახმარებლად ნებისმიერ გარემოში სწორი გადაწყვეტილების მიღებისას სასიცოცხლო საშუალებაა. „Accréditation Sans Frontières“-ი (ASF) ხელს უწყობს განვითარებადი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში აკრედიტაციის ეროვნული დამოუკიდებელი სისტემებისა და სტანდარტების დამკვიდრებას ჯანდაცვის ობიექტებში სამედიცინო და არაკლინიკური მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის გზით. აკრედიტაციის უნიკალური, ნებაყოფლობითი და სამეცნიერო სისტემა ეფუძნება ჯანდაცვის ევროპულ სტანდარტებს და გამოიყენება მაღალკვალიფიციური ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების გუნდის მიერ.

ჩვენ გთავაზობთ ტექნიკური დახმარების საკონსულტაციო მომსახურებას ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებული პროგრამების/პროექტების შემუშავებისთვის, განხორციელებისთვის, მონიტორინგისა და შეფასებისთვის. ამ განსაკუთრებით სპეციალიზირებულ სექტორში მზარდი ხარჯებისა და კომპლექსური ვარიანტების შერჩევის გათვალისწინებით, ჩვენ ვეხმარებით კომპანიებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრს საკითხის ყველა მხარისთვის ხელსაყრელად გადაჭრაში.

აკრედიტაცია: Welcome
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page