top of page

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვი

01/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

• ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა. აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა

• გარდა ამისა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, გოგონებს, აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 26 წლის ჩათვლით, უფასოდ შეუძლიათ

• ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციას, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებები, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო და სხვა

• ვაქცინაცია ხელს უწყობს აპვ-ს პრევენციას!

• პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები

• აპვ საწინააღმდეგო აცრები ტარდება ქვეყნის მასშტაბით, ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში. ვაქცინაცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგ დაწესებულებებში http://bitly.ws/Pq56



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



8 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page