top of page

„ამათგან ჩამოგვქონდა ვაქცინა?! “ – რომელ ქვეყანაზე საუბრობს, გიორგი ფხაკაძე

11/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ამათგან ჩამოგვქონდა ვაქცინა?! “ - წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


მალტაში კარანტინი გამოცხადდა. არაპირველადი საჭიროების მაღაზიები და სკოლები დაიხურება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. გასულ დღე-ღამეში ყოველდღიური ინფიცირების რეკორდული რაოდენობა – 501 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დაიხურა თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები და შეჩერდა რელიგიური ღონისძიებები. აკრძალულია ოთხ ადამიანზე მეტის შეკრება. დაიხურა ყველა ბარი, რესტორანი. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარება სავალდებულოა.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კორონავირუსის ვაქცინები უშოვა?

„სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ჰქვია ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია. აი ეგრე. წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს. ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად. არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა”,– წერს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook–გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად კონკრტულ გეგმას სთავაზობს:

„კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია მოისმენენ, არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა, ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა, მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა. ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ. შეუძლებელია, ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе






3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page