03/08/2021
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მორიგ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს და მიმართავს ანტივაქსერებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩართვასა და ქვეყნის გადარჩენაზე კვლავ უარს ამბობენ. ფხაკაძე ასეთ ადამიანებს სირაქლემას პოზაში მყოფებს უწოდებს.
თუ ასე გაგრძელდა, ჯანდაცვის ექსპერტი 2022 წლისთვის უმძიმეს შედეგებზე საუბრობს და შეიძლება ითქვას, რომ პროგნოზიც კი უჭირს, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდება ქვეყანა.
„ჯოგური იმუნიტეტის „ექსპერტებო“, წაიკითხეთ, მაგრამ აზრი?! მაინც ვერ მიხვდებით. 2020 წელი იყო რთული, 2021 წელი იქნება დამანგრეველი. 2022 წელი … რას აპირებთ?! ეს ვერაგი გასაჩერებელია, ამდენი სირაქლემა თუ იყო საქართველოში, მართლა არ მეგონა. ყველა უაზრო კომენტარი = სირაქლემა/ბლოკი. დავიღალე ამდენი მავნებელი, გამყიდველი და ბოროტი ადამიანებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
ფხაკაძე ვითარების კარგად აღსაქმელად შემდეგ მონაცემებს აქვეყნებს.
მცირე ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ჯოგური იმუნიტეტი:
ჯოგური იმუნიტეტი გულისხმობს ინფექციური დაავადებებისგან ირიბი დაცვის სტრატეგიას – როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს იმუნიტეტი, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი ირღვევა და შესაბამისად, დაავადების გავრცელებაც ჩერდება. იმუნიტეტი კი ჩნდება ან ვაქცინაციით, ან გამოჯანმრთელებით.
იმის განსასაზღვრად, თუ მოსახლეობის რამდენ პროცენტს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი, უნდა ვიცოდეთ, რამდენად გადამდებია ვირუსი.
COVID-19-ის შემთხვევაში მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ თითო ინფიცირებული ვირუსს საშუალოდ 2-3 ადამიანს გადასცემს. რაც ნიშნავს, რომ ჯოგური იმუნიტეტის ასამოქმედებლად მოსახლეობის 60% უნდა იყოს დაცული.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://old.primetime.ge/amdeni-siraqlema-tu-iko-saqartveloshi-martla-ar-megona-giorgi-fkhakadze/
Comments