top of page

ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა ქართველმა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე, მიწასთან...

30/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეოს აზიარებს, რომელიც მას აპრილში აქვს ჩაწერილი.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ამ ვიდეოს გამო იგი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე იმ დროისთვის ჩანდა, რომ იქნებოდა.

ანტივაქსერების სექტამ ამოჭრა ამ ვიდეოდან ნაწილი და ეს ვიდეო მთელ ქართულ ინტერნეტ ქსელში დაატრიალა.

ქართველი ფაქტ-ჩეკერები ასევე დამესივნენ და დამარეპორტეს ფეისბუკზე ამ ვიდეოს გამო და ახალგაზრდა ქართველმა “ექსპერტებმა” (რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე და უკვე ექსპერტებად საღდებიან ) ხომ საერთოდ მიწასთან გამასწორეს თავისი ჭკუით…

ახლა გადავხედე ამ ვიდეოს და მართლა ძალიან ანერვიულებული ვიყავი, ვინაიდან კვლევების საგანგაშო ანგარიშები მოდიოდა სამხრეთ აფრიკიდან და ინდოეთიდან. დიახ, 2021 წლის 22 აპრილისთვის ბევრი რამ არ ვიცოდით.

ერთი რამ, რაც არის რეალობა – სამწუხაროდ. ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე ჩანდა იმ დროს. ასევე, კარგი ამბებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა, აჩვენა თავისი ეფექტურობა მოდერნასთან ერთად და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ინდური (დელტა) ვარიანტის წინააღმდეგ.

აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რაც შეიძლება, მალე. სიმართლე მწარეა, მაგრამ მხოლოდ სიმართლე გადაგვარჩენს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page