top of page

„ახლო მომავალში გექნებათ საშუალება, აირჩიოთ კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები“

Updated: Feb 20, 2023

26/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი


პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს: „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის პროცესი მიდის ძალიან კარგად, – 30-მდე სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას. ერთი სტომატოლოგიური კლინიკა აკრედიტაციის პროცესის გავლას, ალბათ, უკვე მომავალ კვირას დაასრულებს; კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ფიქრობს, რომ ჯანდაცვაში ხარისხი არის უმთავრესი. ჩვენ გვჭირდება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა; დაგვემატა რამდენიმე საავადმყოფო და ახლო მომავალში თქვენ გექნებათ საშუალება, აირჩიოთ კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები“.

გიორგი ფხაკაძე დარწმუნებულია, რომ უფრო მეტი ორგანიზაცია შემოუერთდება აკრედიტაციის პროცესს და 2-3 დღეში უფრო კარგი ამბები ექნება; „დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ორგანიზაცია შემოგვიერთდება აკრედიტაციის პროცესში და 2-3 დღეში თქვენთვის უფრო კარგი ამბები მექნება; ჩვენ ასევე დავიწყეთ უწყვეტი სამედიცინო განათლების დამოუკიდებელი პროცესი, რომ რაც შეიძლება, გაფართოვდეს ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლების წრე. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ორშაბათს უკვე სიახლეებს გეტყვით; ვიფიქროთ კარგზე, ვიფიქროთ მომავალზე და იმაზე, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ წავიდეთ წინ. ერთმანეთთან ჭიდილით, ბრაზით, მწარე სიტყვებით არაფერი შეიცვლება. სიკეთე აკეთებს სიკეთეს. სითბო შობს უფრო მეტ სითბოს. სიბოროტე და დეპრესია კი დამატებით პრობლემებს ქმნის. ყველაფერი იქნება კარგად. მე მაგის მჯერა. სირთულეები, გამოწვევები იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია; არ დაგავიწყდეთ – ორმეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა საპნით ან დამუშავება სპირტიანი ხსნარით. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად შეიკრიბოთ იქ, სადაც ბევრი ხალხია. იარეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ იქ, სადაც არ არის ბევრი ხალხი ან საერთოდაც არავინ არ არის. დეპრესიის წინააღმდეგ ყველაზე კარგი წამალი არის სუფთა ჰაერი და სიმშვიდის ძიება. ღმერთმა საქართველოს საოცარი ბუნება უბოძა, ბევრი ტყე, მდინარე, ტბები. ბუნება გვაქვს სასწაული – გადით ბუნებაში, ეკონტაქტეთ ბუნებას, ეს თქვენ დაგეხმარებათ, აიწიოთ იმუნიტეტი და გაიუმჯობესოთ მენტალური ჯანმრთელობა. ბუნება საუკეთესო წამალია;

და ბოლოს, ძალიან გთხოვთ, ნუ აყვებით ამ უაზრო რეკლამებს ვიტამინების, სუპლიმენტების და საკვები დანამატების მიღების შესახებ – ეს ყველაფერი არის ბლეფი. ასევე პრე და პოსტ ვაქცინაციის ტესტების და გამოკვლევების გაკეთებას რომ გთავაზობენ, იმ ხალხს ნუ დაუჯერებთ. ეს საჭირო არ არის. სამედიცინო სფეროში ზოგიერთები ძალიან უსინდისოდ აკეთებენ ფულს. ტესტები არის საჭირო მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მკაცრ სამედიცინო ჩვენებაზე დაყრდნობით. ექიმის დანიშნულების გარეშე არანაირი ტესტი არ გაიკეთოთ. შეიძინეთ იაფიანი სამედიცინო პირბადეები აფთიაქებში, მიირთვით ხილი და ბოსტნეული, იარეთ სუფთა ჰაერზე , ეს არის საუკეთესო წამალი დეპრესიის წინააღმდეგ და იმუნიტეტის ასაწევად. დაეხმარეთ თქვენს იმუნიტეტს. გთხოვთ, ეს ძალიან საჭიროა. შეეცადეთ, გააკეთოთ დღეში ერთი სიკეთე მაინც. არ არსებობს პატარა და დიდი სიკეთე. გააკეთეთ სიკეთე. ამას თქვენ სხვას კი არა, საკუთარ თავს უკეთებთ….რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, სამყაროსგან იმდენივე სიკეთე დაგიბრუნდებათ… ჯანმრთელობას გისურვებთ…მიყვარხართ…“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page