top of page

ბაღების დაკეტვა, სკოლების და ყველა ოფისის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა – გიორგი ფხაკაძე მძიმე...

20/11/2021

იმედია, ახლა მაინც მიხედავთ საქმეს. კოვიდის მე-5 ტალღა საქართველოში უფრო გაძლიერდება დეკემბერში და ყველა უნდა შევხედოთ მომზადებლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს. „ბაღები უნდა დაიკეტოს, სკოლები და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა გადავიდნენ ონლაინ რეჟიმზე, ყველა ოფისი, სადაც ეს შესაძლებელია უნდა გადავიდნენ დისტანციურზე. კოვიდ სტატუსი უნდა დაინერგოს, რაც შეიძლება მალე. სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს ყველგან სავალდებულო. ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო, სასწავლო, სერვის (კაფე, მაღაზია, სალონები, მიმტანის სერვისები, ბანკები, და ასე შემდეგ) სექტორებისთვის. ქვეყანა უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერ-ბიონტეკი) როგორც ეს ქნა თურქეთმა. დისტანცია უნდა იყოს სავალდებულო. ანტივაქსერული მოძრაობების ორგანიზატორების პროკურატურამ უნდა წაუყენოს ბრალდება „განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში“. რეანიმაციული საწოლები უკვე გადატვირთულია, დეკემბერში კი ჟანგბადის და რეანიმაციული საწოლების დეფიციტი იქნება. მე გაფრთხილებთ და არ გაშინებთ. თუ თქვენ გინდათ, რომ იცხოვროთ ტყუილში, კი ბატონო, ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, მასიური მკვლელობისკენ მოწოდება ჰქვია ამას“, – აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page