top of page

„გადაწყვეტილება მივიღე – ჩემს დაბადების დღემდე ავიცრები“-გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 20, 2023

04/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა, თემა: ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი.

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო „ფაიზერი-ბიონტეკის“ ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე. 28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს.

გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო:

მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით; ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ; არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, ჩემს გამო ვინმე იყოს ავად. საშუალება თუ იქნება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ , ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.

მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვირე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო ორი ვარიანტი,- „მოდერნა“ და „ფაიზერი“, წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. რადგანაც „მოდერნასთან“ დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შესაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და „ფაიზერით“ აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს „ფაიზერზე“.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


4 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page