30/07/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება
საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. უფასოდაა ხელმისაწვდომი უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე პროგრამაში ჩაერთო 83 183 მოქალაქე.
განკურნების მაჩვენებელი 99%-ია!
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების განმავლობაში, ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა. შეინიშნება B და C ჰეპატიტების რისკფაქტორების მკვეთრი შემცირებაც.წარმატებული ვაქცინაციისა და ინფექციის მართვის სხვა კომპონენტის სრულყოფით, C ჰეპატიტთან ერთად რეალური ხდება B ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა.
► С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.moh.gov.ge/ka/528/
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments