top of page

გვამზადებენ დახურვისთვის – გიორგი ფხაკაძე

11/03/2021

ბოლო კვლევით დადგინდა, რომ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-მე შემცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ფაქტმა შესაძლოა, Covid-19-თან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს. ამას გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა. „გვამზადებენ დახურვისთვის“, – წერს ექსპერტი Facebook-ზე. დღესვე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კატეგორიულად დაუშვებელია, მოქალაქეებმა პირბადე არ ატარონ. მისივე თქმით, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. „მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით. ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil







3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page