top of page

გიორგი ფხაკაძე: გინდათ სიმართლე? – დარხეული გვაქვს ყველას, მთელს მსოფლიოს, ვერც ერთი ის ვაქცინა...

23/04/2021



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს:

„დღეს, ჩვენ გვაქვს უსაშინლესი ეპიდაფეთქება ინდოეთში, კატასტროფა ხდება და თქვენ კიდე წარმოდგენა არ გაქვთ რა სიტუაციაა იქ”.

მისი თქმით, ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოიტანეს არის გამოუსადეგარი და და უვარგისი.

როგორც გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა., ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოიტანეს არის გამოუსადეგარი და და უვარგისი.

„რომ იძახიან ვაქცინა გაიკეთეთო, რომელი ვაქცინა უნდა გაიკეთოთ? ჩამოიტანეს ნაგავი ჩინური ვაქცინა, რომელიც არ ვარგა. იგი არ არის კონკრეტულად ბრიტანული შტამის საწინააღმდეგო – დამთავრდა. გრაფიკაც გავაკეთე და გამოვაქვეყნე, მეტი რა ენაზე უნდა აგიხსნათ რომ ეს ვაქცინა არ ვარგა. ასევეა „ფაიზერის” ვაქცინაც, რომელიც ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ არ მუშაობს. გეუბნებით ცუდად არის ჩვენი საქმე. ბოლო რამდენიმე დღეა დეპრესიაში ვარ. გინდათ სიმართლე? – დარხეული გვაქვს ყველას, მთელს მსოფლიოს! ვერც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღესდღეობით არის, ვეღარ გვიშველის! რაც შეეხებათ „ასტრაზენეკას” და „ჯონსონ ენდ ჯონსონს”, ეს ვაქცინები ჩაფლავდნენ და მილიონობით ფული ჩაიყარა წყალში. სხვათა შორის, თრომბოზის განვითარების რისკი „ფაიზერსაც” აქვს და „მოდერნასაც“. ყველას ერთი და იგივე პრობლემები აქვთ სხვადასხვა დოზით” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუტაცია განცდილ ვირუსებს და აღნიშნავს, რომ დღეს, გვაქვს ძალიან საშიში სამი შტამი – ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური, ხოლო მათ წინააღმდეგ კი, არსებული ვაქცინები უშედეგოა.

„ვუჰანიდან, როდესაც წამოვიდა ჩინური ვირუსი, კი ბატონო, მაშინ „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონისა” და „მოდერნას” ვაქცინები ამ შტამის წინააღმდეგ მუშაობდნენ, მაგრამ დაახლოებით, 5-6 თვის წინ გაჩნდა ვირუსის ახალი მუტანტები, მუტაცია განიცადეს, მათ შორის, ერთ-ერთი გაჩნდა ბრიტანეთში. ამის შემდეგ დავინახეთ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ „ფაიზერი” მუშაობს და მეტ-ნაკლებად კარგია „ასტრაზენაკაც” , მაგრამ ჩინური ვაქცინა ბრიტანული შტამის წინააღმდეგ არ ვარგა, რა ვქნათ. ამის შემდეგ წარმოიშვა კიდევ ერთი ახალი შტამი სამხრეთ აფრიკაში, რომელმაც ასევე განიცადა მუტაცია და რომლის წინააღმდეგაც „ფაიზერიც” და „ასტრაზენეკაც” გამოუსადეგარია. დღეს, ჩვენ გვაქვს უსაშინლესი ეპიდაფეთქება ინდოეთში, კატასტროფა ხდება და თქვენ კიდე წარმოდგენა არ გაქვთ რა სიტუაციაა იქ. ინდური ვირუსი ისეთია, რომლის წინააღმდეგაც არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს! ახალგაზრდა ბავშვები იღუპებიან. ეს არის სიმართლე. თუ არ მოგწონთ ცივი წყალი დალიეთ! ისრაელში ჩატარდა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ყველა, ვინც რეინფიცირებულია არის ბრაზილიური შტამით ანუ, გამოდის, რომ „ფაიზერი” ამ კონკრეტული შტამის წინააღმდეგ არ მუშაობს, „ასტრაზენეკა” საერთოდ 20%-მდეც ვერ აღწევს და ასევე, ეს ვაქცინები უვარგისია სამხრეთ აფრიკულის წინააღმდეგაც. ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში სამი შტამი – ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური. ის შეიარაღება, რაც დღეს ჩვენ გვაქვს არაფერი არ მუშაობს. ეს არის ვერაგი ვირუსი, რომელსაც არ აინტერესებს კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა და მორწმუნე/არამორწმუნე,” – განაცხადა პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




3 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page