30/06/2021
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ახალ მონაცემებს დელტა ვირუსთან და მის მიერ გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ვაქცინირებულია.
„ციფრები ჯიუტია…
ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი… ორივე ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! – სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! – მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად… ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ „ბონუსებს“.
საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ, (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.
ყველაფერი კარგად იქნება!..
ჯანმრთელობას გისურვებთ!..“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments