top of page

გიორგი ფხაკაძე „კომირნატის“ შესახებ წერს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის

23/11/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი ვაქცინის შესახებ წერს და საზოგადოებას ახალ ინფორმაციას აწვდის.

საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა არის კომირნატი?!

პასუხი:

ეს არის გერმანული კომპანია ბიონტეკის (BioNTech) მიერ შემუშავებული და ამერიკული ფარმა გიგანტის, ფაიზერის (Pfizer) მიერ დამზადებული კოვიდ ვაქცინა. კომერციული სახელით “კომირნატი” COMIRNATY® (Tozinameran).

მარტივად, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინა (Pfizer-BioNTech COMIRNATY® (Tozinameran) Covid-19 vaccine).

შეგახსენებთ, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინის ვადა არის 9 თვე. ის უნდა იყოს შენახული-80 გრადუსზე ტრანსპორტირების დროს, ხოლო უშუალოდ მოხმარების დროს ის შეიძლება იქნას შენახული 2 – 8 გრადუსიან მაცივარში 31 დღემდე.

გახსოვდეთ, სამედიცინო პირბადე რჩება თავდაცვის უალტერნატივო საშუალებად. აცრის შემდეგ მაინც უნდა გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page