top of page

გიორგი ფხაკაძე: მკვლელი არის ვირუსი და არა ვაქცინა და არა სამედიცინო პირბადე

07/10/2021

მკვლელი არის ვირუსი და არა ვაქცინა და არა სამედიცინო პირბადე,- ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვყნებს.


„პორტუგალია ძალიან მაგარი ქვეყანაა და ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან, განსაკუთრებით, ხასიათი.

კოვიდ ვაქცინაციის დაწყებამდე 40% სასტიკად ეწინააღმდეგებობა ვაქცინაციას (საქართველოსავით), ახლა ეს ციფრი 2.2%-მდე შემცირდა!

10.3 მილიონიან პორტუგალიაში 86% სრულად ვაქცინირებულია!

და 12 წლის ზემოთ 98% არის სრულად ვაქცინირებული!

ისე, 2021 წლის იანვარში კვირაში დაახლოებით 2000 კოვიდგარდაცვლილი იყო პირტუგალიაში და ახლა ეს მაჩვენებელი თითქმის განულებულია!

როგორ მოხდა ეს?!

ვაქცინაციის საკითხი მთლიანად ჩააბარეს აპოლიტიკურ ფიგურას, მისცეს მოქმედების სრული თავისუფლება!

პორტუგალიაში კოვიდი დაამარცხა ვიცეადმირალმა ჰებრიკმა (Vice Adm. Henrique Gouveia e Melo)

არაპროფესიონალიზმი კლავს!

ჯანდაცვა უნდა იმართებოდეს პროფესიონალების და არა პოლიტიკოსების მიერ!

საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება:

ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო (ისევე, როგორც განათლების სამინისტრო გამოიყო)

აპოლიტიკური პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის სამინისტრო !

დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სისტემის აღიარება და დანერგვა.

ხარისხზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა და არა “საყოველთაო”/ რაოდენობრივი ჯანდაცვა!

რეალური და არა ფასადული ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვა თავისი ელექტრონული სამედიცინო ბარათებით!

სამედიცინო პროფესიული ასოციაციების რეალური და არა ფასადური ჩართვა უწყვეტი სამედიცინო განათლების და პროფესიული ლიცენზირების პროცესში.

სახელმწიფო “რეგულურების” “კონტროლის” მინიმუმამდე დაყვანა (ყველამ ვიცით, ეს არის კორუფციის/ნეპოტიზმის და კიდევ ბევრი მანკიერი რამის მიზეზი).

ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე და მკაფიოდ უნდა იქნას ჩამოყალიბებული ანგარიშვალდებულების რგოლები… ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული

უნდა მოხდეს არსებული რესურსების ოპტიმიზაცია/გაერთიანება და სახელმწიფოს როლი უნდა იქნას რაც შეიძლება, მინიმუმამდე დაყვანილი! და სახელმწიფო ბალანსზე არსებულ სტრუქტურებს უნდა მოეთხოვებოდეს ისევე, როგორც ნებისმიერ კერძო სტრუქტურას!

საქართველოს სჭირდება ჯანდაცვის სფეროში რადიკალური რეფორმა და კოვიდპანდემიამ აჩვენა, რომ როგორც დღესაა, ასე ჩვენ ვერ გავაგრძელებთ

კოვიდს რაც შეეხება:

ქვეყანა უნდა გადავიდეს მხოლოდ ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე !

12 წლის ასაკიდან მოქლაქეების 90% უნდა იქნას აცრილი!

მე-3 დოზა უნდა იქნას ხელმისაწვდიმი მე-2 დოზიდან 28 დღეში ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული/იმუნური სისტემის გამოწვევები და 60 წელს გადაცილებულებისთვის. 6 თვეში ყველა დანარჩენენი მოქალაქე უნდა აიცრას.

ყველას, ვინც აიცრა არა ფაიზერის ვაქცინით, უნდა მიეცეს საშუალება, მე-2 დოზიდან 2 თვეში აიცრას ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინით!

სამედიცინო პირბადის ტარებაზე კონტროლის აღსრულება არსებული რეგულაციით, ოღონდ ადმინისტრირება უფრო მკაცრი უნდა იყოს და მთლიანად გადავიდეთ სამედიცინო პირბადეებზე!

სამედიცინო დაწესებულების, სასწავლო დაწესებულებების, სერვისების დაწესებულებების ყველა თანამშრომლის და 12 წლის ასაკის ჩათვლით ყველა მოქალაქის 100% ვაქცინაცია!

მკვლელი არის ვირუსი და არა ვაქცინა და არა სამედიცინო პირბადე!

მკვლელი არის ის, ვინც ხალხს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სამედიცინო პირბადე და არ აიცრან ფაიზერით!“,- წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page