28/11/2021
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საკუთარი ცხოვრების შესახებ იმედის ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობს.
როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, თავიდან იგი სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლიც იყო, თუმცა მოგვიანებით ხალხის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყურადღებას აღარ აქცევდა.
„მე ბავშვობიდან მასწავლეს, რომ არ უნდა შევიგინო. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხდი როდესაც მაგინებენ. თავიდან ვბრაზდებოდი, მერე ვფიქრობდი, ალბათ, ამ ხალხმა მძიმე კოვიდი გადაიტანა და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს-მეთქი. ზოგადად, ექიმს თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ვარ. სამჯერ გავბრაზდი, მაგრამ შემდეგ ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments