top of page

გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ბავშვები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მონაწილეობას ვერ მიიღ

15.01.2021 ImediNews



გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან პანდემიის გამო, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, ჭარბწონიანი ბავშვებისთვის არის საშიში კორონავირუსი. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა", - აცხადებს გიორგი ფხაკაძე. დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისოდ ავტორიზებული ხარისხიანი ვაქცინები ექნებათ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი მწარმოებლის - Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატების შემოტანაზე აქტიურად მუშაობს. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze Source: https://imedinews.ge/ge/covid19/181719/giorgi-pkhakadzis-gantskhadebit-bavshvebi-koronavirusis-satsinaagmdego-vaqtsinatsiashi-monatsileobas-ver-miigeben

Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page