top of page

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის მავნებელი ორგანიზაცია“

Updated: Feb 18, 2023

02/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„მე ვთქვი, სისულელეებს როგოც კი დავინახავ, აუცილებლად ვილაპარაკებ.

საქართველოში ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინის საკითხი ვერ დაალაგეთ, რა ჩინური ვაქცინის შემოტანაზეა ლაპარაკი, რომელი კვლევების საფუძველზე აკეთებთ დასკვნას, ფეისბუქის კვლევების საფუძველზე?!

არაპროფესიონალიზმი მესმის, მაგრამ ასეთი დონის მავნებლობა რა უბედურებაა?

ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერში ფულის გაკეთება, აფერისტობა. ხალხნო, არ შეიძლება, რა!

ამოვიდა ყელში, კორუმპირებული ხალხის და არაპროფესიონალების ბუდეა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გაანადგურეთ ქვეყანა, – მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, გეუბნებით, იწყება მესამე ტალღა, მაგრამ არა,- მიდის ქეიფი და მერე გამოდიან შეწუხებული სახეებით.

პირდაპირ ვეუბნები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ხართ ძალიან პატივცემული ხალხი, ყველა ვართ კოლეგები, გასაგებია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, გავიგეთ, რომ კორუმპირებულები ხართ, ქვეყანაში ეს ნებისმიერმა ადამიანმა იცის, ყველამ ყველაფერი იცის!

ერთი თხოვნა მაქვს, ამ სისულელეებს ნუ აყვებით!

თავის ნათესავებს, ოჯახის წევრებს გაუკეთონ ჩინური ვაქცინა!

ვაქცინა უნდა იყიდოთ მწარმოებლისგან, დადონ მწარმოების კონტრაქტი, სად არის მწარმოების კონტრაქტი?“


მისი თქმით, მსოფლიოში ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, პირველი არის კორუფცია, შუამავლები ყიდიან ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ ძვირად ამ ვაქცინებს!


„ჩინეთის მთავრობა ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას, მოგცემს 100 ათას ვაქცინას! ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია!

გადასაყრელი ფული გაქვთ? – კი ბატონო, იყიდეთ! იმის მაგივრად, 100-100 ლარი დაურიგოთ მოსახლეობას, ამ სისულელეებზე ხარჯავთ ფულს!

დაასაწყობეთ ჩინური ვაქცინა. ვაი, თქვენი ბრალი, თუ დაიწყებთ ჩინური ვაქცინით აცრას, მე ვიქნები ყველაზე პირველი ანტივაქსერი ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, 24 საათი ვიქნები ლაივში. ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!

ესენი არიან მავნებლები! ყველაფერი ეს ხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან.

მე ჯანდაცვის სამინისტროსთან პრობლემა არა მაქვს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უთხრის მიწას ჯანდაცვის სამინისტროს!“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა გაანადგურეს.


„ჰგონიათ, რომ გიორგი ფხაკაძე გაჩუმდება. საავადმყოფოების აკრედიტაციას მაინც გავაკეთებ, ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი და აუცილებლად გავაკეთებ. თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ. განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეს არის მავნებელი ორგანიზაცია. ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რაც მაგათ ჩაიდინეს, ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ხალხს ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ვაქცინის გაკეთება, ამათ ყველაფერი გაასწორეს მიწასთან!

გეუბნებოდით, გაფრთხილებდით, – ფრთხილად იყავით!

სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო?! საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, 50-55 წლის ქვევით სასურველი არ არის „ასტრაზენეკას“ გამოყენება, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი. უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“.

ვაცხადებდი, მესამე ტალღა დიდი ხანია დაწყებულია, ორი კვირის წინ დაიწყო. ყველა ზომაა მისაღები. ხომ ვამბობდი, აპრილში იქნება მესამე ტალღა. ყველაფერი გააკეთეს, ეს რომ მომხდარიყო. მე თუ ვიცი, საფრანგეთიდან, რაც ხდება საქართველოში, იმათ არ იციან?

ვინ არის ამაში დამნაშავე? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან უნდა წასულიყვნენ პენსიაში, უნდა გადამგდარიყვნენ ხელმძღავენლობაც, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ამაზე პასუხისგებელი. მე ვამბობ სიმართლეს. რაც მოხდება არასწორი, ვიტყვი მაშინვე. გიორგი ფხაკაძე არ იყიდება. რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ვერ გამაჩუმებთ, სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. არ გავჩერდები! პირბადეებზე ფასის დაწევა ვერ მოინელეს, რაც გავაკეთე! ახლა ვაქცინით უნდა გააკეთონ ფული!“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



4 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page