top of page

„დასასრულის დასაწყისია. სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს…“ – გიორგი ფხაკაძე

15/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



ქუთაისში, ჩემს ქალაქში – მე არ მახსოვს, ოდესმე ამდენი ხალხი გამოსულიყოს. ეს ძალიან დასაფიქრებელია. როცა საზოგადოება რამეს ითხოვს, უნდა მოუსმინონ… ვინც საზოგადოებას არ უსმენს, ყოველთვის აგებს. დიალოგიც, მოლაპარაკებაც და დათმობაც უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, მოსახლეობასთან ხისტი ურთიერთობა ყველას აზარალებს.

მე ძირძველი ქუთაისელი ვარ, გეუბნებით, როგორც წესი, ქუთაისელები მიტინგზე არ დადიან. ასეთ ქალაქში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე არ არის მარტივად. ის, რაც ქუთაისში ხდება, დასასრულის დასაწყისია.

სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს,


თქვენ თუ გგონიათ, კაბინეტებში რაიმეს მოაგვარებთ, ძალიან ცდებით, თქვენ აცდენილი ხართ რეალობას. ქვეყანა დუღს, ჭკვიანი ხელისუფალი უნდა გრძნობდეს, რა ტკივა მოსახლეობას, უნდა მოუსმინოს ხალხს, უნდა გააკეთო არა ის, რაშიც ფულს მოტეხავ, არამედ ის, რაც ხალხს სჭირდება….იმიტომ, რომ ბოლოს მაინც არ შეგრჩება; ქუთაისელის მიტინგზე გამოყვანა, – ეს არის „განგაშის ზარი“. მე ხელისუფლების ადგილზე ახლა ყველას დავუძახებდი კონსულტაციებისთვის, ეშმაკსაც კი დავუძახებდი რჩევისთვის, ოღონდ გამოსავალი მეპოვა.


არავითარი ძალის გამოყენება! ძალას მოჰყვება უფრო ძლიერი ძალა, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე და ქვეყნის აშენება.

ამ თემასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ჩემი სფერო ჯანდაცვაა, მაგრამ ქართველი ვარ და საქართველო მტკივა, ამიტომაც მოვლენებისადმი ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. დეტალებში არ ჩავალ, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ არაპროფესიონალიზმი და კორუფცია რომ არის ყველგან, ამის შედეგია ის, რაც დღეს ხდება. ასეა არა მარტო ჯანდაცვაში, არამედ ყველა სფეროში.


პოლიტიკოსებო, ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევას რომ გადაყევით, ეკთილი ინებეთ, ახლა ყველაფერი გვერდზე გადადეთ, დასხედით ერთ ოთახში და მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილება. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის აშენება. ქვეყანაა მისახედი, დასხედით და მოაგვარეთ მოსაგვარებელი! იფიქრეთ, მოილაპარაკეთ, გამოდით და გამოაცხადეთ, – რასაც გააკეთებთ. არ უნდა ამას 20 და 30 რაუნდი, – იმოქმედეთ! ქვეყანას სჭირდება ერთობა. ყველა ვინც არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, ასე უნდა მოიქცეს.


ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსეთი და კორონავირუსი! სხვა მტერი საქართველოში არ არის და მტრის ხატებს ხელოვნურად ნუ ქმნით! ხალხი თუ გამოვიდა, უნდა მოუსმინოთ! ამას ქვია ანგარიშვალდებულება! ქვეყანა გვაქვს ერთი, ქვეყანა ინგრევა, უნდა მივხედოთ. გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა! – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


4 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page