09/07/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
“დელტ”ა ვირუსზე “ფაიზერის” ეფექტურობა არის 64%. “ასტრაზენეკაც” კი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, დანარჩენებზე ხომ ზედმეტია საუბარი.“
მისი თქმით, ჩინური ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ბუსტერი, მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინით.
„თუმცა, მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არ აქვს ეფექტი. ჩინური ვაქცინა შეამსუბუქებს მდგომარეობას ნამდვილად. ჩინურ ვაქცინას თუ გაიკეთებთ, პირბადე არ უნდა მოიხსნათ ცხვირიდან. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ თუ ვერ ჩამოაქვს სხვა ვაქცინები, ორი დოზა ჩინურის შემდეგ ბუსტერის სახით იყოს “ფაიზერი,” – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments