top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

დოკუმენტი ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში, ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად

17/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში, ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა იანა ზელინგროვამ მოაწერეს.

პროექტი „ბავშვთა ადრეული განვითარების და ინკლუზიური სერვისების განვითარება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში” ახალი სპეციალისტების მომზადებას, ადრეული ასაკის ბავშვთა სერვისების განვითარებასა და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და ინკლუზიური განათლების არსებული პოლიტიკის ანალიზზე იმუშავებს.

პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page