top of page

„ელექტრონული სამედიცინო ბარათები“- რა მონაცემები იქნება ბარათებზე და რისთვის არის საჭირო?

13/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საუბრობს:


„ძალიან მნიშვნელოვან საკითხს უნდა შევეხო, – ელექტრონული სამედიცინო ბარათები, ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანისთვის არის გაურკვეველი, – რატომ ვლაპარაკობ სამედიცინო პირბადეებზე, ვილაპარაკე ტუალეტებზე და ახლა ვლაპარაკობ სამედიცინო ბარათებზე.


ჩემი გამოცდილებიდან გამონდინარე, ვიცი, სხვადასხვა ქვეყანაში როგორ უნდა იმართოს ჯანდაცვის სისტემა. მე-19 საუკუნეში როცა არ იყო კომპიუტერები, ყველაფერი ხდებოდა, წარმოებდა ფურცლებით და კალმებით, მაგრამ 21-ე სეუკუნეში, განსაკუთრებით კი ახლა, ყველაფერი კეთდება ელექტრონულ ფორმატში. საქართველოში 2010 წლიდან ელექტრონული ჯანდაცვის ძალიან დიდი პროექტი იყო, ამერიკის მთავრობა დაგვეხმარა, ეს პროექტი დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ჯანდაცვის სისტემაში გვაქვს სხვადასხვა ელექტრონული ფორმები. შესაბამისად, საქართველოში სამედიცინო სტასტიტიკა არ ჩანს.


შარშან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე კოლეგებსაც ვეუბნებოდი, აუცილებელია, საქართველოში დაინერგოს სამედიცინო ელექტრონული ბარათები, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის მონაცემი, რომელიც თქვენს ქაღალდმატარებელზე, რომ იყოს ასახული ელექტრონულად. ექიმმა თუ რამე გამოგიწერათ (რეცეპტი, ელექტროკარდიოგრმა გადაგიღეს ან რენგტენი), ყველა ეს ინფორმაცია უნდა იყოს ერთად თავმოყრილი. თქვენ რომ დაგჭირდეთ ეს ინფორმაცია, არ დაიკარგოს და იყოს ერთად თავმოყრილი. როცა მიმართავთ საავადმყოფოს, შემდეგ დაგჭირდათ სხვა საავადმყოფო, ყველგან ავსებენ ხელახლა. ელექტრონულ შემთხვევაში ყველაფერი იქნება ერთად. ადამიანს, შეიძლება, დაავიწყდეს, რომელ კბილზე რა პრომბი აქვს გაკეთებული (არც მე მახსოვს). შესაძლოა, 15 წლის წინ რაღაცაზე ალერგია გქონდა და არ გახსოვს. ეს ნორმალური ამბავია. კარგია, როცა ყველაფერი იქნება ერთად, ეს დაეხმარება ექიმს, უფრო სწორი და კარგი დიაგნოზი დასვას, რაც მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად.


ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ელექტრონულ ჯანდაცვაზე და ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით. ვაქცინაცია დაიწყო მსოფლიოში. კიდევ გავიმეორებ ადრე ნათქვამს, – ხაჭაპური ჯერ კიდევ არ არის შემწვარი.


ყველა წამალს ახასიათებს უკუჩვენება. ეს არის ნორმალური. ვინაიდან ეს ვაქცინები არის ახალი, – ეს ერთი, მეორე, – დრო არ არის. ამ სისწრაფეში, შესაძლოა, რამე გაიპაროს. ისრაელმა რატომ შეძლო ის, რაც შეძლო?! – ელექტრონული ბარათები არის იმათი ძირითადი მართვის სისტემა. ყველა მოქალაქეზე ყველაფერი იციან ჯანდაცვის კუთხით და შესაბამისად, თუ ვინმეს ჰქონდა ალერგია, გულის პრობლემა, ფილტვების პრობლემა, ეს ყველაფერი თავიდანვე იცოდდნენ და ვაქცინის მართვა იყო ადვილი. კორონავირუსის ვაქცინა არც ერთი არ არის საბოლოოდ დამტკიცებული, მაგალითად, როგორც ცოფის ვაქცინა.


მე მომიწევს ახალი ვაქცინის გაკეთება, როცა ამის დრო მოვა (ჯერ მთლად ისეთი ასაკიანი არ ვარ). შვეიცარიაში ასაკობრივ ჯგუფებად არის დაყოფილი. მე აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას. ყველას მოგვიწევს ვაქცინების გაკეთება როდისმე, ვერ გავქცევით, ვინმეს ეს მოსწონს თუ არ მოსწონს!


პაციენტი როცა მიდის ექიმთან, უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, – რა არის კარგი და რა არის ცუდი.


ვირუსი ვრცელდება მთელ მსოფლიოში, არის ბრიტანული, აფრიკული და ბრაზილიური შტამები. კიდევ უფრო ახალი შტამები იქნება და გიორგი ფხაკაძე კი არ „ხარშავს“ სამზარეულოში ამ ვირუსებს და შტამებს. ეს არის ლოგიკური მომენტი. როცა ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადადის, უკვე გადის პატარა მუტაციას. შემდეგ მეორეზე, შემდეგ მესამეზე გადადის და ა.შ. როცა უკვე ბევრ ადამიანზე გადადის, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი მუტაცია ხდება.


შენ რომ იყო მომზადებული, შენ რომ იყო შეირაღებული, კომფორტულად რომ იგრძნო თავი და არ გეშინოდეს, სხვებსაც რომ არ ეშინოდეს და იყო გამჭვირვალე, არის აუცილებელი, ჩვენ გვქონდეს კარგი ბაზა. მაგალითად, – როცა კეთდება ვაქცინაცია, ადამიანის შესახებ უნდა იყოს ყველა სამედიცინო ტიპის ინფორმაცია, რომ ექიმმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.


ძალიან ბევრი ვაქცინა გამოჩნდება წლის ბოლომდე, ბევრი ვაქცინა, რომელიც გვეგონა, რომ არის კარგი, შეიძლება, ამოღებული იქნას მოხმარებიდან.


რატომ ვამბობ ამას, – თუ გინდა, რომ მართლა მოემზადო, უნდა მოემზადო ღიად და პირნათლად! მოქალაქეს უნდა უთხრა, რომ ეს არის რისკი და რა არ არის რისკი! შენ რომ უთხრა ადამიანებს ეს ყველაფერი, ხომ უნდა იცოდე მისი ჯანმრთელობის საკითხი!


ჩვენ თუ ნამდვილად გვინდა ქვეყანაში ვაქცინაციის განხორციელება, თუ არ გვექნება კარგი ელექტრონული სამედიცინო ბარათი, ეს ყველაფერი არის „ფარსი“. ბევრი ადამიანი მეტყვის, – შენ რა იცი?! – ვიცი, რასაც ვამბობ! ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც კი ვთქვი, რამე შემეშალა, რამე მიმართულებით?! სიმართლე არის ძალიან მწარე. ვირუსი არსად არ აპირებს წავსლას, ეს არის რეალობა! თუ გვინდა, რომ ვიყოთ მომზადებული, კი არ უნდა ვიჯდეთ და ვმსჯელობდეთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, კომუნისტური მენტალიტეტი საშინელებაა! – მსჯელობა მსჯელობისათვის, კომიტეტი კომიეტეტისათვის!


მე წინააღმდეგი ვარ ჯანდაცვის სფეროში რადიკალური რეფორმების, ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ჯანდაცვაში საჭიროა ევოლუციური რეფორმა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, ისეთ ხრამშია, ამ აპიდემიამ აჩვენა, რა არ მუშაობს. სისტემას აუცილებლად სჭირდება რეფორმა, სწორედ ახლა!


ელექტრონული ბარათები ასევე არის ჯანდაცვის რეფორმის ქვაკუთხედი, რომელიც დაეხმარება ჯანდაცვას, სხვანაირად მართოს სისტემა, გარდა იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა დალაგდება, კორუფციული ბუდე, რომელიც შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული ეს კორუფციული ბუდე, ასე გადაბმული დღემდეა მოსული და ვერ იშლება! უნდა აიღო ნაჯახი და დაჩეხო. ისეა ჩახლართული ყველაფერი, ვერ გაიგებ, სად რა ხდება?!


(პირაბდების არის ხელმისწვდომ ფასად და ხარისხიც აიწია, ფაქტია, ყველა, ჩვენი დამსახურებით, ჩინური ვაქცინა არ შემოვიდა, თქვენი დამსახურებით). სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოს ყველა ასაკის ადამიანს. ისეთი შეგრძნება მაქვს, არავინ ფიქრობს ქვეყენაზე, ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ!


ევროპის ქვეყნებს ძალიან დიდი რესურსი აქვთ, ბევრი საავადმყოფო, ბევრი ფული, ბევრი ექიმი და მაინც არის შეცდომები!


ერთადერთი სწორი გზა არის ელექტრონული ბარათები. ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა, ან წამალი როცა შემოვა, ხომ უნდა იყო მომზადებული?! ბოლოს და ბოლოს იმ ფარმაკომპანიებსაც ეტყვი, რომ მე მაქვს ელექტრონული ბარათი (ისრაელი ფამარკომპანიებს უთხრეს, მე შენ მთელ ინფორმაციას მოგცემ ჯანდაცვის კუთხით), პრაქტიკულად ისრაელი ატარებს დიდი კლინიკურ კვლევას! ისრაელის შედეგი აგვისტოს თვეში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსათვის! შესაძლებელია, ჩვენ ყოველ 5-6 თვეში მოგვიწიოს ვაქცინის გაკეთება. კვლევევმა აჩვენა და ეს ინფორმაცია ვთქვი სექტემბერში, – 5-6 თვეა იმუნიტეტი, ზოგჯერ სამი თვე!

აქამდე უნდა დაწყებული ელექტრონულ ბარათებზე მუშაობა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონოდა ერთიანი ელექტრონული ბარათი, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა ვაქცინაციის პროცესის დროს.


აფრიკული შტანი ვრცელდება კატასტროფულად სწრაფად (მაინც არის პირბადის პრობლემა, არ იკეთებენ პირბადეს), საჭიროა პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია. მოგზურობენ, დაბადების დღეებს იხდიან, ქორწილებს და ჩნდება „კლასტერი“, შემდეგ ეს ხალხი იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყანაში და გავრცელდება ვირუსი. სამხრეთ აფრიკული ვირუსი ყველგან არის უკვე!


საქართველომ უნდა ჩაკეტოს საზღვრები ძალიან მკაცრად, ეს ვირუსი რომ არ შემოვიდეს საქართველოში!



უნდა დავალაგოთ ჯანდაცვის სისტემა, დავიწყოთ ელექტრონულ სამედიცინო ბარათზე მუშაობა! ყველაფერი შეგვიძლია! რომ მოვინდომოთ, მთას გადავდგამთ! მონდომებას ვერ ვხედავ, ვერც პოლიტიკურს და ვერც ტექნიკურს!


მაისის მესამე კვირას (რაც მოხდა ამერიკაში და ევროპაში) რეანიმაციული განყოფილებები განთავისუფლდა, ვირუსის გავრცელება გაგრძელდა.


მსოფლიოს ქვეყნებში, სადაც ცივა, იქ უფრო მეტად არის გავრცელებული, სადაც დათვა, დაიკლო გავრცელებამ. ისიც არავინ იცის, რა ხდება?!


ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას მკაცრი რეგულაციებით!




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


9 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page