top of page

ენდოპროთეზირების ოპერაციების 5 600-ზე მეტი შემთხვევა 23 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.

16/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ინფორმაციას ავ­რცე­ლებს:


მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციები, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება. 2022 წლის მონაცემებით, ენდოპროთეზირების ოპერაციების 5 600-ზე მეტი შემთხვევა 23 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.


2023 წელს, განვლილი 7 თვის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ენდოპროთეზირების 3 400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.


ენდოპროთეზირების ოპერაციები უფინანსდებათ: პენსიონერებს, პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს და პირველი ჯგუფის შშმ პირებს. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტით მოსარგებლე ბენეფიციარებს.


მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისიდან, ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების და მათ შორის, ორთოპედიული ენდოპროთეზის მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები ამოქმედდა. ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA (The United States Food and Drug Administration), MDR (Medical Device Reporting ) ან CE (Certified in Eu) სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს.


სახარჯი მასალების ევროპული და ამერიკული სტანდარტები, თითოეული ბენეფიციარისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page