top of page

ერაყში ხალხს თავს აჭრიან, ომია, მაგრამ ჟურნალისტებისთვის არ უკადრებიათ ის, რაც აქ საქართველოში

06/07/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გუშინ, 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

საფრანგეთში მცხოვრები ექსპერტი მომხდარს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერი, რაც საქართველოს წარმოსაჩენად და კარგი იმიჯისთვის კეთდებოდა, ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაიყარა.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა დამნაშავე პირი შესაბამისად დაისაჯოს.

„რაც მე გადავიტანე: ლანძღვა, გინება, ხომ ავიტანე? მიჩვეული ვარ, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ. ის, რაც მოხდა, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრებისთვისაც მიუღებელია. შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მაგრამ ხელით შეეხო?!

ერაყში ომია, კლავენ ხალხს, თავს აჭრიან, იქ ჟურნალისტებს არ გაუკეთეს ის, რაც აქ საქართველოში. გონზე მოდით. აზრზე არ ხართ რამდენი შეხვედრა, სადილი იყო იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი აწეულიყო, არამარტო მე, ათასობით ქართველი აკეთებდა ამას და ერთმა დღემ ეს ყველაფერი ჩამოანგრია.

​მელია ხომ დაიჭირეთ, კამერების მეშვეობით, გუშინ ვინც ეს ხალხი სცემა, ყველა უნდა იყოს ციხეში. არ თქვათ, რომ ეს გეებს მხარს უჭერსო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის. მახსოვს, პარლამენტი ქუთაისში რომ იყო, ვიღაცას პიჯაკი ჩამოახიეს და ციხეში გაუშვეს. აგერ კამერებია, ყველა უნდა დაისაჯოს, ეს თუ არ გაკეთდა, ძალიან მძიმე დღეში იქნება ქვეყანა.

რაც მე მაქვს ნალაპარაკევი, რომ საქართველო ძალიან მაგარია, უცხოელები გვიყვარს, ყველაფერი წყალში ჩაიყარა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვაში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comentários


Post: Blog2_Post
bottom of page